უიღბლობის მიზეზი - თარსი პრემიერმინისტრი

AutoSharing Option
1 აგვისტოს ბრიტანეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა მოჯადოებული წრე გაარღვია, ნავსი გატეხა და პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.

"დეილი მეილის" ჟურნალისტებმა გაარკვიეს თავიანთი სპორტსმენების უიღბლობის მიზეზი - ყველაფერში დამნაშავე ქვეყნის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი ყოფილა. რომელ არენაზეც არ მივიდა ბრიტანეთის პირველი პირი, მასპინძელმა სპორტსმენებმა მისი თანდასწრებით ყველა სტარტი წააგეს.

კემერონი ორშაბათს შეამჩნიეს "აკვატიკ-ცენტრის" ტრიბუნაზე, სადაც ის 10-მეტრიანი კოშკურიდან სინქრონულ ხტომებში ტომ დეილისა და პიტ უოტერფილდს გულშემატკივრობდა. სამი ცდის შემდეგ ბრიტანელები პირველ ადგილზე იყვნენ, მაგრამ, როგორც კი კამერებმა გახარებული პრემიერმინისტრი დააფიქსირეს, დეილიმ და უოტერფილდმა
ჩააგდეს მეოთხე ნახტომი და მედლების გარეშე დარჩნენ.

კემერონი აქტიურად ადევნებდა თვალს კაცებს შორის ველოსპორტში გუნდურ რბოლას, სადაც ყველა ბრიტანელი მარკ კევენდიშის გამარჯვებას ელოდა, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპრინტერი მხოლოდ 29-ე ადგილზე გავიდა. სხვათა შორის, კემერონი ივლისის დასაწყისში ესწრებოდა უიმბლდონის ფინალს და თვალს ადევნებდა ბრიტანელი ენდი მიურეის მარცხს როჯერ ფედერერთან.

და აი, გუშინ პრემიერმინისტრი არ მივიდა ნიჩბოსნობის არენაზე და მაშინვე შედგა პირველი ბრიტანული ტრიუმფი - ჰიზერ სტანინგმა და ჰელენ გლოვერმა მოიგეს ორადგილიანი ნავებით ფინალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული