ოლიმპიადა - მორაგბეთა ოცნება

AutoSharing Option
მაშინ, როცა ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასეულობით სპორტსმენი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლისთვის იბრძვის, მსოფლიოს სარაგბო თემი 2016 წელს რიო დე ჟანეიროში გასამართ ოლიმპიადაზე ოცნებობს.

ოთხი წლის შემდეგ რაგბი ბრაზილიაში ოლიმპიურ ოჯახს დაუბრუნდება. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2009 წლის ოქტომბერში მიიღო.

ინგლისელი ლოურენს დალალიო რაგბის ორივე სახეობაში მსოფლიოს თასის მფლობელია. მას მიაჩნია, რომ ოლიმპიადაზე რაგბის დაბრუნებას შეუძლია, სპორტის ამ სახეობის გლობალურ განვითარებას შეუწყოს ხელი.

"ძალიან აღელვებული ვარ. შვიდკაცა რაგბის ყოველთვის ჰქონდა საიმისო პოტენციალი, რათა ოლიმპიური სახეობა გამხდარიყო. ოლიმპიადაზე 12 ქვეყანა
იქნება წარმოდგენილი პლანეტის ყველა კონტინენტიდან.

განსაკუთრებით ძლიერები არიან აფრიკული გუნდები. ლათინურ ამერიკაში არგენტინა და ბრაზილია გამოირჩევიან.

ოლიმპიურ ოჯახში რაგბის დაბრუნებამ უკვე აიძულა ბევრი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი, შვიდკაცა რაგბის განვითარებისთვის ინვესტიციები გაიღოს. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ჩინეთი, კანადა, აშშ, ესპანეთი და ჰოლანდია.

ძალიან გამიმართლა, რომ შვიდკაცა რაგბის განვითარების სათავეებში ვიდექი ისეთ ლეგენდარულ მორაგბეებთან ერთად, ჯონა ლომუ, მეთ ბერკი და კრისტიან კალენი რომ არიან. ეს თამაში დამატებით მილიონობით ადამიანს მოხიბლავს, ის კიდევ უფრო სანახაობრივს და მიმზიდველს გახდის ოლიმპიურ თამაშებს.

ჩვენ მოწმენი ვართ, რა დიდ წარმატებას მიაღწია შვიდკაცა რაგბის ტურნირმა ჰონ კონგში, სადაც მსოფლიოს სერიის ეტაპი ტარდება. დარწმუნებული ვარ, ოვალური ბურთი არანაკლებად გაიბრწყინებს რიო დე ჟანეიროში". - თქვა ლოურენს დალალიომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული