ქართველ ოლიმპიელთა განრიგი 3 აგვისტოსთვის

AutoSharing Option
3 აგვისტოს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი გამოვა.

100+ კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი შეხვედრას შეჯიბრის ლიდერთან, გერმანელ ევროპის ჩემპიონთან და მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსან ანდრეას ტოლცერთან თბილისის დროით 12:30 სთ-ზე გამართავს.

ჩვენი დროით 22:00 სთ-ზე ოლიმპიადაზე სიგრძეზე ხტომაში 25 წლის მძლეოსანი ბოლესლავ სხირტლაძე გამოვა.

გარდა ამისა, 3 აგვისტოს ოლიმპიადაზე სტარტს 25 წლის ქუთაისელი რაულ ცირეკიძე აიღებს, რომელიც 15 წელიწადია, ძალოსნობაში ვარჯიშობს. ჩვენებური B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც შეჯიბრება თბილისის დროით 13:00 სთ-ზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
ადამ ოქრუაშვილი ოლიმპიადას
ისტორიასთან ჭიდილით იწყებს

ოლიმპიადაზე რაულ ცირეკიძის ჯერიც დადგა
ბოლესავ სხირტლაძისგან სულ მცირე ფინალს მოელიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული