თბილისის დროით 16.00 საათიდან ასპარეზობაში ჩაერთვებიან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები: რევაზ ლაშხი, ვლადიმერ გეგეშიძე და გურამ ფერსელიძე.
ძალოსანი გია მაჭავარიანის გამოსვლა კი ჩვენი დროით 22.00 საათზე დაიწყება.
ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთა 35-კაციანი გუნდია ჩასული. უკვე იასპარეზა 18-მა, საიდანაც ლაშა შავდათუაშვილის გარდა, ყველა უმედლოდ დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 5 აგვისტოს შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, სადაც აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დამარცხდა.
ასევე იხილეთ:
მარცხი კარგი ჭიდაობით - ზურაბ დათუნაშვილის ზოგადქართული ხარვეზები
ლონდონმა ბერძნულ-რომაული
გია მაჭავარიანი - მედლის ერთ-ერთი კანდიდატი