ქართველი ოლიმპიელების განრიგი 6 აგვისტოსთვის

AutoSharing Option
6 აგვისტოს ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვა.

თბილისის დროით 16.00 საათიდან ასპარეზობაში ჩაერთვებიან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები: რევაზ ლაშხი, ვლადიმერ გეგეშიძე და გურამ ფერსელიძე.

ძალოსანი გია მაჭავარიანის გამოსვლა კი ჩვენი დროით 22.00 საათზე დაიწყება.

ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთა 35-კაციანი გუნდია ჩასული. უკვე იასპარეზა 18-მა, საიდანაც ლაშა შავდათუაშვილის გარდა, ყველა უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 5 აგვისტოს შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, სადაც აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დამარცხდა.

ასევე იხილეთ:
მარცხი კარგი ჭიდაობით - ზურაბ დათუნაშვილის ზოგადქართული ხარვეზები
ლონდონმა ბერძნულ-რომაული
ბადე დაგვიგო

გია მაჭავარიანი - მედლის ერთ-ერთი კანდიდატი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული