ლევან ახვლედიანი ოლიმპიურ თამაშებზე პლაჟბურთში ვაჟთა შორის ფინალური მატჩის დირექტორად დაინიშნა

AutoSharing Option
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ლევან ახვლედიანი ოლიმპიურ თამაშებზე პლაჟბურთში ვაჟთა შორის ფინალური მატჩის დირექტორად დანიშნა.

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე პლაჟბურშუ ფინალური მატჩი გაიმარა, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ვაჟთა შორის ბრაზილიელები ალისონ ჩერუტი და ემანუელ რეგო გერმანულებს, 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს იულიუს ბრინკსა და იონას რეკერმანს დაუპირისპირდნენ.

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ მატჩის დირექტორიად დანიშნეს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური დელეგატი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ლევან ახვლედიანი.

"დიდი ნდობა გამომიცხადა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ამ გადაწყვეტილებით. ბუნებრივია, რომ მოთამაშეებთან ერთად ცოტას
მეც ვნერვიულობდი.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ფინალური მატჩის დირექტორობა. ეს უმაღლესი მწვერვალია სპორტში მოღვაწე ნებისმიერი ხელმძღვანელი პირისთვის.

მიხარია, რომ ჩვენი პატარა ქვეყნის წარმომადგენელი ამ დიდი მატჩის თანამონაწილე იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც უკვე მომილოცა ეს წარმატება"
- განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული