ბელარუს მძლეოსანს ლონდონში მოპოვებული ოქრო ჩამოართვეს

AutoSharing Option
ოლიმპიადა დასრულდა და სწორედ ამის შემდეგ აგორდა ყველაზე ხმაურიანი დოპინგ-სკანდალი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადოპინგო კომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბელარუსი მძლეოსანი ნადეჟდა ოსტაპჩუკი აკრძალულ პრეპარატს - მეთანოლონს იღებდა.

ბელარუსმა სპორტსმენმა ლონდონის ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში ოქროს მედალი მოიგო. ახლა ის დისკვალიფიცირებულია, - წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ იცვლება ლონდონის ოლიმპიადის მედლების საერთო ჩათვლა. ოლიმპიური ჩემპიონი ავტომატურად გახდა ახალზელანდიელი ვალერი ადამსი, ბრინჯაოს ნაცვლად ვერცხლის მედალს მიიღებს რუსი ევგენია კოლოდკო, ხოლო ბრინჯაოს მიაკუთვნებენ ჩინელ ლისიაო გონგს, რომელმაც ბირთვის კვრაში ბრინჯაოს
მედალი მოიპოვა.

ოსტაპჩუკის დისკვალიფიკაციის შემდეგ ბელარუსის ოლიმპიური გუნდი მხოლოდ ოქროს ორი მედლით ბრუნდება შინ.

ეს მეორე დოპინგსკანდალია, რომელიც ბელარუსი სპორტსმენების სახელს უკავშირდება. ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სტარტებიდან მოკვეთეს უროს მტყორცნელი ივან ტიხონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული