- ბატონო გია, ვფიქრობთ, საერთო შედეგით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ.
- ყოველთვის ვამბობდით, რომ ლონდონში 7-8 მედლის მოპოვების რეალური შანსი გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა მედლების ხარისხში.
ერთ ოქროს მედალზე მეტს ნამდვილად ვიმსახურებდით, მაგრამ ხომ ნახეთ და ყველა გაოცებული დარჩა მსაჯების თვითნებობით. ნუ დაგვავიწყდება, რომ მონაწილეთა 80 პროცენტი ჩვენი ოლიმპიელებიდან თამაშების დებიუტანტი იყო.
- ინერვიულეს, ზოგიერთს ნევროზული სტრესიც დაემართა. მარსაგიშვილმა, ლიპარტელიანმა, სხვებმაც ოლიმპიადაზე ვერ გამოავლინეს პოტენციალი, ვერ შეძლეს შესაძლებლობის მაქსიმუმის რეალიზება. განა ვინმე წარმოიდგენდა ლიპარტელიანის ანდა გეგეშიძის უმედლოდ დარჩენას? ამ ოლიმპიადამ დიდი გაკვეთილი მოგვცა.
- სამი ფინალი წავაგეთ ჭიდაობაში...
- დიახ, მაგრამ სამივეში მეტოქის სასარგებლოდ დაშვებული შეცდომა ფილა-მ აღიარა, რაც ჩვენთვის სულაც არ არის სანუგეშო. ჩვენმა ბიჭებმა და ქვეყანამ დაკარგეს ოქროს მედლები.
ფილა-ს სერიოზულად მოუწევს თავის მართლება, თუ ასეთი რამ საერთოდ, დადგება დღის წესრიგში.
- ოლიმპიადამ დიდი გაკვეთილი მოგვცაო, თქვით. რა თვალსაზრისით?
- ყოველმხრივ. ოლიმპიადაზე წვრილმანი არ არსებობს, არც ბედს მინდობაა გამართლებული. ვინც ასე ფიქრობს, ძვირად დაუჯდება. ესეც ვიწვნიეთ. ოლიმპიადის შედეგების ღრმა ანალიზი მომავლისათვის დასკვნების გამოტანად წინ გვაქვს.
თენგიზ გაჩეჩილაძე
დასაფიქრებელი გაკვეთილი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"