ორი ქართველის დებიუტი ლონდონის პარალიმპურ თამაშებზე

AutoSharing Option
ლონდონში დასრულდა პარალიმპური თამაშები, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობდა ორი სპორტსმენი - შოთა ომარაშვილი და ნიკოლოზ თვაური.

1 სექტემბერს ომარაშვილმა მედლისთვის წოლჭიმში (60 კგ) იბრძოლა და შეჯიბრება უქულოდ დაასრულა. 3 სექტემბერს კი 100 მ ბრასით ცურვაში უსინათლო თვაურმა იასპარეზა. დისტანცია მან 1.28.37 პერიოდში გასცურა, ბოლო ადგილზე გავიდა, თუმცა პირადი რეკორდი მთელი 6 წამით გააუმჯობესა.

თამაშებში 165 ქვეყნის 4200-მდე პაროლიმპიელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დელეგაციის წევრებს ბრიტანეთის დედაქალაქში ახლდა მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელმაც კომპანია "ბრავო რეკორდსთან" ერთად ქართველი პაროლიმპიელების მხარდასაჭერი სიმღერა ჩაწერა.

გიორგი
წასიძე
(საქართველოს პაროლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი): "პაროლიმპიადაზე ორი სპორტსმენით პირველად გამოვედით, რაც ძალიან კარგია. ნიკა თვაურმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და საერთოდაც, ეს ბიჭი საოცრად პროგრესირებს. მას ნამდვილად აქვს შანსი, მომავალში უკეთესი შედეგი აჩვენოს.

რაც შეეხება შოთა ომარაშვილს - ის ფიცარნაგზე ტრავმით გავიდა. წონა სამივეჯერ დაძლია, მაგრამ არ დაუფიქსირეს. უბრალოდ, ტრავმის გამო ხელი სათანადოდ ვერ გაშალა და მსაჯებმა შტანგის დაძლევა არ ჩაუთვალეს".

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული