ალესანდრო ძანარდიმ ველოსპორტში 2012 წლის პარალიმპიადა მოიგო

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, CART-ის სერიის ორგზის ჩემპიონმა, იტალიელმა ალესანდრო ძანარდიმ 2012 წლის პარალიმპიადა მოიგო ველოსპორტში.

ძანარდიმ საუკეთესო დრო აჩვენა იმ სპორტსმენთა შეჯიბრში, რომლებიც ხელის ველოსიპედებით (H4-ის კლასი) მოძრაობენ. იტალიელმა 16-კილომეტრიანი ტრასა 24 წუთსა და 50.22 წამში დაფარა და უახლოეს მდევარს 27 წამით აჯობა.

45 წლის ძანარდიმ ორივე ფეხი საშინელ ავარიაში დაკარგა, რომელიც 2001 წლის 15 სექტემბერს გერმანიაში, ლაუზიტცრინგის ტრასაზე მოხდა. მაშინ მისი მანქანა მოსრიალდა და იტალიელს დიდი სიჩქარით შეასკდა ალექს ტალიანი.

სხვათა შორის, ძანარდი ამის შემდეგ სპეციალურად მისთვის მოწყობილი
სარბოლო ავტომობილით ტრასაზე დაბრუნდა და სიმბოლურად დაასრულა ის ავადსახსენებელი რბოლა ლაუზიტცზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული