რუს ოლიმპიელებს 20 მილიონი მოპარეს

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადისთვის რუს სპორტსმენთა მზადების პროცესში თაღლითობის ფაქტების გამოძიებამ 20 მილიონი რუბლის ოდენობის თანხის მითვისების ფაქტი გამოააშკარავა. ეს თანხა "რუსეთის ნაკრებთა მზადების სპორტულ ცენტრს" ეკუთვნოდა.

"2009-10 წლებში კომპანია "ევროპროექტის" დამფუძნებელმა დმიტრი არტიუხოვსკიმ ბიზნესმენებთან - ვალერი უსკოვთან, არტიომ ეფიმცევსა და ანდრეი კისილიოვთან ერთად თავის თავზე აიღო რუსეთის ნაკრების წევრთათვის სავიზო დოკუმენტების გაფორმება; აგრეთვე, მოსამზადებელი სპორტული ღონისძიებების საინფორმაციო-ტექნიკური აღჭურვა.

ამ გზით მათ მიითვისეს 20 მილიონ მანეთზე მეტი. თაღლითებმა სახელმწიფო დამკვეთს
მიაწოდეს ვითომდა შესრულებული სამუშაოს გაყალბებული ოქმები", - ამბობს მარკოვი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დასახელებულ ბიზნესმენებს განსაკუთრებულად დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში დასდეს ბრალი.

"გარდა ამისა, ატრიუხოვსკი და კისილიოვი იმ ფულის "გათეთრებაში" არიან ბრალდებულნი, რომელიც მათ დანაშაულებრივი გზით მიიღეს", - დაამატა გამომძიებელმა.

ბრალდებულები ჯერ არ დაუკავებიათ. წაყენებული მუხლის მიხედვით, ბიზნესმენებს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული