2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

AutoSharing Option
იზრდება იმ ქალაქების რიცხვი, რომლებსაც 2022 წელს სურთ ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა. ადრე ამის სურვილი გამოთქვეს უკრაინულმა ლვოვმა და გერმანულმა მიუნხენმა.

2 ოქტომბერს კი ლოზანაში, ოლიმპიური ქალაქების მსოფლიო საბჭოს სხდომაზე, კიდევ ოთხი კანდიდატურა დასახელდა.

ესენი არიან: შვეიცარიული დავოსი და სანკტ მორიტცი, რომლებსაც ერთობლივი ძალით სურთ ოლიმპიადის ორგანიზება; აგრეთვე - ესპანური ბარსელონა და ნორვეგიული ოსლო.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში პრეტენდენტები ოფიციალურ განაცხადებს 2013 წელს შეიტანენ, ხოლო 2022 წლის ზამთრის თამაშების მასპინძელ ქალაქს 2015 წლის აგვისტოს კუალა ლუმპურში ოლიმპიური კომიტეტის მორიგ სესიაზე აირჩევენ.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული