ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბრამდე გადაიდო

AutoSharing Option
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბრამდე გადაიდო, - ეს გადაწყვეტილება ოლიმპიური კომიტეტის 3 ოქტომბრის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე მიიღეს.

ყრილობაზე, რომელსაც კომიტეტის პრეზიდენტი მომავალი 4 წლის ვადით უნდა აერჩია, ერთადერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი, გია ნაცვლიშვილი იყო.

პრეზიდენტის არჩევნების გადადების საკითხი რამდენიმე დელეგატმა დააყენა. მათ შორის "ქართული ოცნების" წევრი შოთა ხაბარელიც იყო.

დელეგატებს, რომლებიც ყრილობის გადადებას მოითხოვდნენ, რამდენიმე არგუმენტი ჰქონდათ. პირველ რიგში, ისინი უსამართლოდ მიიჩნევდნენ არაკონკურენტულ არჩევნებს, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, ისინი უსამართლოდ მიიჩნევდნენ, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები
ცალკეული ფედერაციების პრეზიდენტების არჩევნებამდე ჩატარებულიყო, რადგან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ სწორედ იმ ფედერაციებმა, რომლებთანაც მომავალი 4 წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.

დაახლოებით ნახევარსაათიანი კამათის შემდეგ ყრილობის მონაწილეებმა არჩევნების გადადების საკითხს უყარეს კენჭი და მათი უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული