ამის შესახებ იტყობინება სააგენტო "ფრანს-პრესი" ოლიმპიური კომიტეტის გენერალური დირექტორის - კრისტოფ დე კეპერის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ზოგიერთ ოთახში წყლის დონე ორ მეტრს აღწევდა. დაზიანდა თანამედროვე დოკუმენტების დაახლოებით 20-30 პროცენტი. ამასთან, დე კეპერის ინფორმაციით, არ დაზარალებულა ისტორიული არქივი, რადგან ის სხვა შენობაში - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმშია განთავსებული.
ასევე, დაიტბორა სერვერების ოთახები, რის გამოც შტაბ-ბინაში გამოირთო ინტერნეტი და სატელეფონო ხაზი. 12 ნოემბერს დაახლოებით 150 თანამშრომელი
მილის მწყობრიდან გამოსვლამ მეზობლად მდებარე რესტორნები, კემპინგი და ტრასა დატბორა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. მოულოდნელი სტიქიური უბედურების აღმოსაფხვრელად დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობდა.
ჯერჯერობით შეფასებული არ არის ზარალი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიადგა.
* * *
ამასობაში რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე სიდნი ლევი დაინიშნა.
ლევიმ შეცვალა ლეონარდო გრინერი, რომელიც მთავარი საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე გადაიყვანეს. მსგავსი ცვლილება გამოწვეულია 2012 წლის ოლიმპიადაზე მომხდარი სკადალის გამო. ლონდონში ბრაზილიური დელეგაციის ათი წევრი კომპიუტერებიდან არალეგალურად იღებდა ინფორმაციას. ფაილების გაქრობა ოლიმპიადის დახურვის დღეს გამოაშკარავდა. შიდა გამოძიებამ გამოავლინა დამნაშავეები, რომლებიც მოგვიანებით გააძევეს საორგანიზაციო კომიტეტიდან.
ცვლილების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ხელმძღვანელობის სურვილი - ჩაეტარებინა კომიტეტის რესტრუქტურიზაცია მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად. ოფიციალურად, სიდნი ლევი თანამდებობას 2013 წლის პირველი იანვრიდან დაიკავებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"