ინდოელი სპორტსმენები ვერ გამოვლენ ტურნირებზე თავიანთი ქვეყნის დროშის ქვეშ, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებზეც.
გარდა ამისა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აღარ მიიღებს სოკ-ისგან ფინანსურ დახმარებას, ინდოელი ჩინოვნიკები კი ვერ დაესწრებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით გამართულ ღონისძიებებს.
ინდოეთი დაისაჯა იმის გამო, რომ სახელმწიფო ჩაერია ამ ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში. კერძოდ, სახელმწიფო სტრუქტურები ცდილობენ გავლენა იქონიონ კომიტეტის არჩევნებზე, რომელიც 5 დეკემბერს გაიმართება.
თავდაპირველად, არჩევნები 25 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხშირად აკრიტიკებდა ინდოეთის მთავრობას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრის, სურშა კალმადის დაპატიმრების გამო, რომელიც პასუხისმგებელი იყო 2010 წელს, დელიში თანამეგობრობის თამაშების ორგანიზებაზე.
2011 წელს კალმადი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ 2012 წლის იანვარში გაანთავისუფლეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"