ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია

AutoSharing Option
20 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დელეგატებმა სეოკ-ის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით ლერი ხაბელოვი აირჩიეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: სეოკ-ის პრეზიდენტი 2008-2012 წლებში გია ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე.

ხმის უფლების მქონე 111 დელეგატიდან არჩევნებში 107-მა მიიღო მონაწილეობა. ლერი ხაბელოვს 59-მა მათგანმა დაუჭირა მხარი, გია ნაცვლიშვილს 43-მა, ბეჟან ხურციძეს კი 4-მა. ერთი ხმა გაუქმდა.

სეოკ-ის ახალმა პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას
თავისი გუნდიც წარუდგინა: პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მეხუთე პრეზიდენტია. 1989-1996 წლებში სეოკ-ს ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, 1996-2004 წლებში - ჯანო ბაგრატიონი, 2004-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილი, 2008 წლიდან დღემდე კი სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი გახლდათ. 2007-2008 წლებში სეოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობას გოგი თოფაძე ასრულებდა.

არჩევნების დაწყებამდე გია ნაცვლიშვილმა სეოკ-ის ორდენებით დააჯილდოვა ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, ვაჟა კაჭარავა და გალინა შარაბიძე. მანვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამკერდე ნიშნები გადასცა ლონდონი 2012-ის ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს, ვერცხლისმედალოსნებს ლევაზ ლაშხს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და დავით მოძმანაშვილს და ბრინჯაოსპრიზიორებს მანუჩარ ცხადაიას, დათო მარსაგიშვილს და გიორგი გოგშელიძეს. სეოკ-ის სპეციალური ჯილდო გადაეცა ფარმაცევტულ კომპანია "ავერსს".

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს სპორტულ საზოგადოებას ულოცავ ლერი ხაბელოვის საქართველოს "ეროვნული" ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის თანამდებობაზე არჩევას. ასვე გილოცავთ ხაბარელის (იგივე ხაბელოვის)ვიცე პრეზიდენტობას. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რა დამსახურებისთვის აირჩიეს ხაბარერლის ვაჟი ამ თანამდებობაძე და რატომ არ აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად მაგ. თემურ ხუბულური (იგივე ხუბულოვი) და როგორ მოხვდა ამ გაუგებრობაში ზენაიშვილი. გილოცავთ ალანებო. აბა თქვენ იცით.
ალან ჩოჩიევ-ადამონ ნიხასი
10:04 21-12-2012
0
დავით ერთი ლერიმ ახსნას 2008 ცელს პეკინიდან რატო არ დაბრუნდა საქართველოში.სად მალავს რუსეთის მოქალაქის პასპორტს და სად არის კოკოითის მიერ ნაჩუქარი ПАСПОРТ ГРАЖДАНИНА ЮЖНАЯ ОСЕТИЯ.ხომ უნდა იცოდეს ხალხმა ბოლობოლო ლერი ვინ არის
დათო
02:53 21-12-2012
0

სიახლეები პოპულარული