წლის მოვლენა. ოლიმპიადა
2012 წლის ოლიმპიადა რიგით 30-ე იყო. ლონდონი კი გახდა პირველი ქალაქი ისტორიაში, რომელმაც სამჯერ უმასპინძლა ზაფხულის თამაშებს.
ამ უდიდეს სპორტულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 204 ქვეყნის 10 ათასმა სპორსტმენმა, გათამაშდა მედლების 302 კომპლექტი, დამყარდა მსოფლიოს 39 და 56 ოლიმპიური რეკორდი.
წლის რეკორდი. მაიკლ ფელპსი
ვამბობთ ფელპსს - ვგულისხმობთ რეკორდებს, ვლაპარაკობთ რეკორდებზე - ვგულისხმობთ ფელპსს. ლეგენდარული ამერიკელის ანგარიშზეა ათობით
ლონდონის თამაშებზე მაიკლ ფელპსმა მოიგო ექვსი მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი), რითაც 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 22-გზის მედალისტი გახდა.
ასე რომ, მან დაამხო საბჭოთა ტანმოვარჯიშის ლარისა ლატინინას რეკორდი ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით (18 მედალი), რომელიც 48 წელი იყო ძალაში.
წლის გამოთხოვება
წელს ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გამოეთხოვა ავტოსპორტს. ლეგენდარული მრბოლელის თქმით, მან ასეთი გადაწყვეტილება არასაკმარისი მოტივაციის გამო მიიღო.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ მეყოფოდა მოტივაცია და ენერგია იმისთვის, რომ კიდევ ერთ-ორი წლის დავრჩენილიყავი ფორმულა 1-ში. მე კი არაფერს ვაკეთებ ისე, თუ საკუთარ თავში ასი პროცენტით არ ვარ დარწმუნებული", - განაცხადა შუმახერმა.
აღვნიშნავთ, რომ ეს არის შუმის მეორე გამოთხოვება "სამეფო რბოლებთან". 2006 წელს, მან უკვე დატოვა ფორმულა 1, მაგრამ დაბრუნდა სამწლიანი პაუზის შემდეგ - "მერსედესთან" გააფორმა კონტრაქტი.
შუმახერისთვის დაბრუნება არც ისე წარმატებული გამოვიდა: სამი სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი პოდიუმი მოიპოვა - წელს, ევროპის გრანპრიზე.
წლის დაბრუნება. ალბერტო კონტადორი
წავიდა, დაბრუნდა, გაიმარჯვა - ეს სამი სიტყვა ყველაზე კარგად მიესადაგება ესპანელ ველომრბოლს ალბერტო კონტადორს.
აგვისტოში ალბერტო დაბრუნდა დიდ სპორტში ერთწლიანი დისკალიფიკაციის მოხდის შემდეგ, რომელიც დოპინგის გამოყენების გამო მიიღო, ერთი თვის თავზე კი მან შეძლო პრესტიჟული ველომარათონის - "ვუელტას" მოგება.
"იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, ეს გამარჯვება გასაკუთრებულია ჩემთვის. მხრებიდან უმძიმესი ტვირთი მომეხსნა. ეს "ვუელტა" დასაწყისიდანვე რთული იყო, მაგრამ, როცა ყველაფერი ასეთი რთულია, სწორედ მაშინ უფრო მეტად აფასებ საკუთარ მიღწევას", - თქვა კონტადორმა.
წლის სპორტსმენი. ლიონელ მესი
ეს პირველი წელი არ არის, როცა არგენტინელს საუკეთესოდ აღიარებენ, მაგრამ ის მიღწეულით არ კმაყოფილდება.
2012 წელს, ლეომ მიიღო ევროპის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი "ოქროს ბუცი", აგრეთვე გადაწერა რამდენიმე რეკორდი.
მათ შორის ერთ-ერთი უდიადესია - მოხსნა გერდ მიულერის რეკორდი ერთ კალენდარულ წელს გატანილი გოლების რაოდენობით. ამ რეკორდმა 40 წელი იარსება.
ლეგენდარულმა გერმანელმა 1972 წელს 85 გოლი გაიტანა, სუპერ-ლეომ კი 2012 წელი 91 გოლით დაასრულა.
Video
ლიონელ მესის 86 გოლი 2012 წელს
ლიონელ მესის 86 გოლი 2012 წელს
წლის სკანდალი. ლენს არმსტრონგი
ლეგენდარული ამერიკელი ველომრბოლი სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დოპინგ-სკანდალის ცენტრში მოექცა.
ამერიკის ეროვნულმა ანტისადოპინგო სააგენტომ დაადგინა, რომ არმსტრონგი არა მხოლოდ თავად მოიხმარდა აკრძალულ პრეპარატებს, არამედ თავის თანაგუნდელებსაც აქეზებდა და აიძულებდა მიეღოთ სტიმულატორები.
შედეგად, 2012 წლის ოქტომბერში ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა ამერიკელს და გააუქმა 1998 წლიდან მოყოლებული მისი ყველა შედეგი, მათ შორის, ტურ დე ფრანსზე შვიდი გამარჯვება.
ამ სკანდალის შემდეგ, არმსტრონგს ზურგი შეაქციეს მისმა სპონსორებმა - მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან - Trek, SRAM, Nike და სხვები.
წლის გუნდი. ესპანეთის ნაკრები
ევრო 2012-ზე მოპოვებული ლამაზი გამარჯვების შემდეგ, ესპანეთი საფეხბურთო ნაკრები გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც მოიგო ზედიზედ სამი დიდი ტურნირი (ევრო 2008, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი და ევრო 2012). გარდა ამისა, აქამდე არც ერთ ევროპულ გუნდს არ ჰქონდა დაცული კონტინენტის ტიტული.
მართალია, ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებს აკრიტიკებდნენ არც ისე დამაჯერებელი თამაშის გამო, მაგრამ ფინალში მათ უბრალოდ გაანადგურეს იტალია - 4:0.
Video
ევრო 2012-ის ფინალი. ესპანეთი - იტალია 4:0
ევრო 2012-ის ფინალი. ესპანეთი - იტალია 4:0
წლის დანაკარგი
30 აპრილს გარდაიცვალა 100 მეტრზე ბრასით ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონი, 27 წლის ნორვეგიელი ალექსანდრ დალე ოენი. სიკვდილის მიზეზი - გულის შეტევა იყო.
23 სექტემბერს, 46 წლის ასაკში დაიღუპა მსოფლიოს ექსჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, სამხრეთაფრიკელი კორი სანდერსი. ის რესტორნის დაყაჩაღებისას თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს.
25 ოქტომბერს კრივის სამყაროს კიდევ ერთი ცნობილი პიროვნება გამოაკლდა - უკრაინელი ძმები კლიჩკოების მწვრთნელი - ემანულ სტიუარდი. ეს მოხდა ვლადიმერ კლიჩკოსა და პოლონელი მარიუშ ვახის ბრძოლამდე ორი კვირით ადრე.
ამიტომაც, უკრაინელმა თავისი მორიგი გამარჯვება თავის ყოფილ მწვრთნელს მიუძღვნა.
წლის ცეკვა. Gangnam Style
This is Gangnam Style! ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ფეხბურთელი ნეიმარი, ფორმულა 1-ის მრბოლელი სებასტიან ფეტელი, ჩოგბურთელი მარია შარაპოვა - მათ ბევრჯერ გაამხიარულეს 2012 წელს პუბლიკა კორეელი შემსრულებლის PSY-ის სუპერპოპულარული ჰიტზე ცეკვით.
Video
მარია შარაპოვამ Gangnam Style-ზე იცეკვა
მარია შარაპოვამ Gangnam Style-ზე იცეკვა
წლის შემოლაწუნება. დერეკ ჩისორა
ასეთი თავხედობა ძმები კლიჩკოების მიმართ სკანდალურად ცნობილ დევიდ ჰეისაც არ უკადრებია.
თებერვალში უფროსი კლიჩკოსა და დერეკ ჩისორას ბრძოლისწინა აწონვაზე ბრიტანელმა სახეში გაარტყა უძლეველ უკრაინელს.
Video
ვიტალი კლიჩკოს სილა გააწნეს
ვიტალი კლიჩკოს სილა გააწნეს
ესეც არ იკამარა და მეორე დღეს, ბრძოლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სახეში შეაფურთხა ვლადიმერ კლიჩკოს.
Video
დერეკ ჩისორამ ვლადიმერ კლიჩკოს პირით წყალი შეასხა
დერეკ ჩისორამ ვლადიმერ კლიჩკოს პირით წყალი შეასხა
ამით ჩისორას სკანდალური გამოხტომები არ დასრულებულა. წაგებული ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან დევიდ ჰეისთან იჩხუბა.
Video
დერეკ ჩისორამ და დევიდ ჰეიმ რინგს მიღმა იჩხუბეს
დერეკ ჩისორამ და დევიდ ჰეიმ რინგს მიღმა იჩხუბეს
წლის ნახტომი
ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. 2012 წლის 14 ოქტომბერს, პირველად ისტორიაში ადამიანი 39 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა და ყოველგვარი ტექნიკის დახმარების გარეშე, ვარდნისას გაუსწრო ბგერის სიჩქარეს. ეს ადამიანი იყო ავსტრიელი ექსტრემალი ფელიქს ბაუმგარტნერი.
ოთხი წუთის განმავლობაში მან მსოფლიოს სამი რეკორდი დაამხო: 1. საჰაერო ბურთით ყველაზე მაღალი ასვლა (39045 მეტრი); 2. ყველაზე დიდი სიმაღლიდან ნახტომი (წინა რეკორდი - 31 332 მეტრი); 3. ფრენისას გადააჭარბა ბგერის სიჩქარეს (1342 კმ/სთ). დავატებთ, რომ ავსტრიელის ექსმპერიმენტს პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა 8 მილიონი ადამიანი.
ამ უჩვეულო რეკორდის შემდეგ, ფელიქსმა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
"ეს ნახტომი უნდა ჩაითვალოს ჩემს წასვლად ექსტრემალური სპორტიდან. უფრო მეტის მიღწევა შეუძლებელია. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მთავარი პროექტი", - განაცხადა ბაუმგარტნერმა.
Video
ნახტომი კოსმოსიდან - ფელიქს ბაუმგარტნერი 39 ათასი მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა
ნახტომი კოსმოსიდან - ფელიქს ბაუმგარტნერი 39 ათასი მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"