ალექსანდრ კრავცოვი დაინიშნა რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელად სოჭის ოლიმპიადაზე. კრავცოვი ამ ქვეყნის ნაკრები გუნდების მზადების ცენტრის დირექტორია.
ლონდონში 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
მურთაზალიევი მედალს ჩააბარებს?
"თუ ჭიდაობას ოლიმპიური პროგრამიდან ამოიღებენ, მე მზად ვარ პროტესტის ნიშნად უკან დავაბრუნო ჩემი ოლიმპიური მედალი" - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, დაღესტნელმა საგიდა მურთაზალიევმა.
ამ განცხადებამ შეაშფოთა რუსეთის სპორტის მესვეურები. ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ
"ვფიქრობ, ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავარწმუნოთ სოკ-ის წევრები ჭიდაობის ოლიმპიურ პროგრამაში შენარჩუნების აუცილებლობაში", - თქვა ჟუკოვმა.
უშურველი მასპინძლები
რუსებს მტკიცედ გადაუწყვეტიათ, ღირსეულად იასპარეზონ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში 2014 წელს. ახლა მათ გაიხსენეს ყველაფერი, რასაც თავის დროზე წარმატება მოჰქონდა საბჭოთა სპორტსმენებისთვის და ზედ ნოვაციებიც მიაყოლეს.
პირველ ყოვლისა, ესაა სამეცნიერო კომპლექსური ჯგუფების შექმნა და ჩართვა ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში, ესაა - მედიკო-ბიოლოგიური ასპექტები, წვრთნები ტრასების თავისებურების, სიმაღლის და თქვენ წარმოიდგინეთ, სოჭის თოვლის თავისებურებების გათვალისწინებითაც კი.
ამასთან შეიძენენ უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ინვენტარს, უშურველად მოიწვევენ და გამოიყენებენ უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გამოცდილებას.
მოკლედ, მუშავდება მეცნიერული პროგრამები ყველა წვრილმანის, საბოლოო ჯამში "საკუთარი მოედნის" უფრო ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად. რაც მთავარია, არანაირ ცდებს არ ჩაატარებენ ძირითად ნაკრებ გუნდებში.
ამისთვის შეიქმნება ექსპერიმენტული ჯგუფები, სიახლეები კი იქ გავლილი აპრობაციის შედეგების მკაცრი ანალიზის გათვალისწინებით დაინერგება მთავარ გუნდებში ცალკეული ოლიმპიური პროგრამის მიხედვით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"