შვეიცარიას ოლიმპიადა არ უნდა

AutoSharing Option
შვეიცარიული კანტონის - გრაუბიუნდენის მოსახლეობას არ სურს 2022 წელს მათ ქვეყანაში ზამთრის თამაშების ჩატარება.

როგორც ცნობილია, გრაუბიუნდენის ორი კურორტი - სანკტ მორიტცი და დავოსი ერთობლივი განაცხადის შეტანას აპირებდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 2022 წლის ოლიმპიადის მისაღებად. ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა რეფერენდუმი და მოქალაქეთა 53.66 პროცენტმა უარი განაცხადა ოლიმპიადის მიღებაზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო გრაუბიუნდენის მოსახლეობის 59.14 პროცენტმა.

2022 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის მომხრეები ამბობდნენ, რომ ოლიმპიადის ჩატარებისთვის დახარჯულ თანხას (დაახლოებით 4.55 მილიონი დოლარი) ტურისტების მოზღვავებისა და კანტონში ეკონომიკის აღორძინების წყალობით ამოიღებდნენ.

თავის მხრივ,
პროექტის მოწინააღმდეგეები შიშობდნენ, რომ ოლიმპიური ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ალპების ეკოლოგიას.

აქამდე სანკტ მორიტცმა ორჯერ უმასპინძლა ზამთრის ოლიმპიადას - 1928 და 1948 წლებში, დავოსში კი თამაშები არასოდეს გამართულა. შვეიცარიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია მოქალაქეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოჭი 2014. ოლიმპიური ამბები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული