1993 წელს მე-2 ფესტივალი ჰოლანდიურ ვალკენსვაარდში გაიმართა. იქ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს დებიუტი ჰქონდათ. ივერი ჯიქურაულმა (ძიუდო) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მისი თანაგუნდელი ლევან ციგრიაშვილი მესამე იყო.
მას შემდეგ 20 წელიწადი გავიდა და ქართველმა სპორტსმენებმა 10 ფესტივალზე 50 ჯილდო მოიხვეჭეს, მათ შორის - 43 ძიუდოისტებმა.
კიმონოიანებმა ტრადიციას არც წლეულს უღალატეს: ორი ათეული
შეგახსენებთ, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ერეკლე არხოზაშვილი (55 კგ) და გიორგი კაციაშვილი (60) ავიდნენ. მხოლოდ ფინალური პაექრობები დათმეს და მეორე ადგილებს დასჯერდნენ თამაზ კირაკოზაშვილი (73), იესო კვირიკაშვილი (81) და გიორგი ძებისაშვილი (მძიმე წონა), ხოლო მარიამ ჯანაშვილმა (52) და სიმონ მამარდაშვილმა (66) მესამე ადგილები დაიკავეს.
საქართველოს სპორტულ დელეგაციას მე-8 სარეკორდო (აქამდე ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალებში 8 მედალი არასდროს დაუმსახურებიათ) ჯილდო ჩოგბურთელებმა მოუტანეს. ანა ახალკაცმა და მარიამ ბოლქვაძემ წყვილებში ნახევარფინალური შეხვედრა ტურნირის რეიტინგფავორიტებთან - ვიქტორია კუზმოვასა და ტერეზა მიხალიკოვასთან (ორივე - სლოვაკეთი) დათმეს - 2:6, 3:6, სამაგიეროდ, მესამე ადგილისთვის პაექრობაში ჩვენმა დუეტმა დარია კრუჟკოვასა და ტატიანა ნიკოლაევას (ორივე - რუსეთი) ტანდემს აჯობა - 7:5, 3:6, 11:9.
ტიტების ქვეყანაში სულ 49 ქვეყნის გოგო-ბიჭებმა იასპარეზეს. მათგან მედლები 38 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დაიმსახურეს. ქართველებმა 8 მედლით გუნდური მე-13 ადგილი დაიკავეს. პირველობა არავის დაუთმეს რუსებმა - მათ ანგარიშზეა 56 მედალი (30 ოქრო, 14 ვერცხლი, 12 ბრინჯაო), მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ბრიტანელები (31=9+14+8) და ფრანგები (22=9+6+7) გავიდნენ. 11 ქვეყანა უმედლოდ დარჩა (იხ. ცხრილი).
უტრეხტში ახალგაზრდების სპორტული დღესასწაულის საზეიმო დახურვისას ესტაფეტა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჩაიბარა - 2015 წელს მსგავსი (რიგით მე-13) შეჯიბრება საქართველოს დედაქალაქში გაიმართება.
ო ვ ბ სულ
1. რუსეთი 30 14 12 56
2. ბრიტანეთი 9 14 8 31
3. საფრანგეთი 9 6 7 22
4. უნგრეთი 8 3 3 14
5. იტალია 7 3 11 21
6. გერმანია 5 8 3 16
7. ჰოლანდია 4 7 9 20
8. თურქეთი 4 2 7 13
9. პოლონეთი 4 2 1 7
10. სლოვენია 4 0 8 12
11. ესპანეთი 3 4 11 18
12. რუმინეთი 2 7 7 16
13. საქართველო 2 3 3 8
14. ირლანდია 2 2 1 5
15. შვეიცარია 2 1 0 3
16. ისრაელი 2 0 2 4
17. აზერბაიჯანი 2 0 1 3
18. ბელგია 1 4 2 7
19. ფინეთი 1 3 2 6
20. ბელორუსი 1 2 4 7
21. ჩეხეთი 1 2 2 5
22. დანია 1 2 1 4
23. ჩერნოგორია 1 1 1 3
23. ნორვეგია 1 1 1 3
25. სერბეთი 1 1 0 2
25. სლოვაკეთი 1 1 0 2
27. ლიტვა 1 0 2 3
27. შვედეთი 1 0 2 3
29. კვიპროსი 1 0 0 1
30. უკრაინა 0 6 8 14
31. ხორვატია 0 3 3 6
32. ავსტრია 0 2 2 4
33. საბერძნეთი 0 2 1 3
34. ესტონეთი 0 2 0 2
35. ბოსნია 0 1 1 2
35. მოლდოვა 0 1 1 2
37. ბულგარეთი 0 1 0 1
38. ლატვია 0 0 1 1
39. ალბანეთი 0 0 0 0
39. ანდორა 0 0 0 0
39. სომხეთი 0 0 0 0
39. მაკედონია 0 0 0 0
39. ისლანდია 0 0 0 0
39. ლიხტენშტეინი 0 0 0 0
39. ლუქსემბურგი 0 0 0 0
39. მალტა 0 0 0 0
39. მონაკო 0 0 0 0
39. პორტუგალია 0 0 0 0
39. სან მარინო 0 0 0 0