ტოკიო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს

AutoSharing Option
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად ტოკიო აირჩიეს.

ამის შესახებ საზეიმოდ ბუენოს-აირესში საერთაშორიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ განაცხადა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტები ასევე იყვნენ სტამბული და მადრიდი.

ხმის მიცემის მეორე ეტაპზე ტოკიო და სტამბული გავიდნენ, სადაც ტოკიომ 60 ხმა მიიღო, ხოლო სტამბულმა 36.

ტოკიო უკვე მასპინძლობდა ოლიმპიურ თამაშებს 1964 წელს. ბოლოს კი იაპონიამ ოლიმპიური თამაშები 1998 წელს ჩაატარა - ზამთრის შეჯიბრებები ნაგანოში გაიმართა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული