ფუნქციონერის თქმით, ორგკომიტეტი აპირებს გამოიყენოს სამი ვარიანტი "რუსკიე გორკის" სატრამპლინო კომპლექსის თოვლით მომარაგებისთვის.
"თბილი და უთოვლო ზამთრის შემთხვევაში, "რუსკიე გორკის" თოვლით მომარაგების რამდენიმე გეგმა გვაქვს შემუშავებული, - ამბობს ტკაჩენკო. - მთებში, ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზე გვაქვს თოვლის საცავი და თუ არ მოთოვს, ტრამპლინის კომპლექსისთვის თოვლს იქიდან ჩამოვიტანთ. დაახლოებით 30 ათასი კუბომეტრი გვაქვს მომზადებული და ოლიმპიური თამაშების დღეებში თოვლის ნაკლებობა არ
გარდა ამისა, ჩვენს მეზობელ მთაზე მოვამზადეთ თოვლის ხელოვნურად დამზადების სისტემა და დეკემბრის ბოლოდან, დაბალი ტემპერატურის გარანტირებულ ზონაში საკუთარ თოვლს ვაწარმოებთ. და მესამე ვარიანტი - თავად ტრამპლინს აქვს თოვლის წარმოშობის ხელოვნური სისტემა, რადგან ტრამპლინების ქვემოთ არის ორი დიდი აუზი, რომელშიც 5 ათასი კუბომეტრი წყალი ჩადის და იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი უთოვლო, მაგრამ ცივი იქნება, ჩვენ შევძლებთ წარმოვქმნათ თოვლი თავად ტრამპლინზე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
TimeLine: ჰო თუ არა სოჭის ზამთრის ოლიმპიადას?