დღის წესრიგში მთავარი საკითხი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის დამტკიცება იყო.
სოჭში წამსვლელი ქართული დელეგაციის სია აღმასკომის წევრებს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა გააცნო. აღმასკომმა დელეგაციის სია ერთხმად დაამტკიცა.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 4 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი - ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი), იასონ აბრამიშვილი, ნინო წიკლაური და ალექსი ბენიაიძე (სამივე სამთო-სათხილამურო სპორტი).
ამასთან, სოჭის ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ მწვრთნელები: გისლენ ბრაიანდი (ფიგურული სრიალი), გერა აბრამიშვილი და ჯოვანი ლაზარინი (სამთო-სათხილამურო სპორტი). ადმინისტრაციულ პერსონალს
ქართული დელეგაციის სხვა წევრები არიან: სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ავთანდილ მაისურაძე, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ოლიმპიური ატაშე პეტრე ცანავა, პრესატაშე კახა ბერიძე, სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ცაგარელი, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.
ჟურნალისტები: თენგიზ გაჩეჩილაძე, თენგიზ პაჭკორია და ფოტოგრაფი თამარ ყულუმბეგაშვილი კი ოლიმპიური სოფლის გარეთ იცხოვრებენ.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ქართული გუნდის მედროშე ნინო წიკლაური იქნება. სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადამღები ჯგუფიც გაემგზავრება.
წყარო: msy.gov.ge
'ქართული დელეგაციის სხვა წევრები არიან: სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ავთანდილ მაისურაძე, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ოლიმპიური ატაშე პეტრე ცანავა, პრესატაშე კახა ბერიძე, სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ცაგარელი, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.'
ხელის მოსაკიდებელი ადგილი დარჩა?