ქართველმა ოლიმპიელებმა ფიცი დადეს

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში - ზურაბ აბაშიძე, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყებისას ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა განაცხადა, სოჭში 4 თებერვალს თვითონ და ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი გაემგზავრებიან.

სოჭში საქართველოს დელეგაცია ორ ჯგუფად გაემგზავრება. პირველი ნაწილი მიდის 4 თებერვალს, ხოლო ძირითადი ნაწილი 6 თებერვალს გაემგზავრება. რაც შეეხება ელენე გედევანიშვილს, ის ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება.

ამასთან, შეხვედრის გახსნისას ოლიმპიური ფიცი დადო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა, რომელიც ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს ნაკრების მედროშე იქნება.

სოჭის ოლიმპიადაზე სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოღონდ რუსებს დაეჩოქოთ და სხვა არაფერი არ გადარდებთ. არც სამშობლოს სიყვარული არც თავმოყვარეობა არა გაქვთ ქართველებო, აკი ჟირინოვსკიმ თქვა ქართველები დავაცოქეტო.ახლა მედლებით არ დაგვიბრუნდნენ .თქვენ ერთმანეთის დახოცვა შეგიძლიათ მარტო
gaga
10:05 04-02-2014
0
გაგუნა შენ რა მედლები გაქვს მოპოვებული სამშობლოს სასახელოდ?? სპორცმენების ოლიმპიადაზე წასვლა არის დაჩოქება და "ლეთს მუვ ევეი" ანუ " აბა ავუდეთ ეხლა აქედან დროზე" არის გმირობა ხო?)))
Nika
10:46 04-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული