რით შეიძლება გააკვირვოს ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელმა ქალაქმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ათლეტები, სტუმრები და ჟურნალისტები? აქ ის სავალალო მდგომარეობა არ იგულისხმება, რომელიც უცხოელებს სოჭის სასტუმროებში დახვდათ.
სტატიის სათაურია: "დაჩა", ჭაჭა და გეი-ბარი - 9 რამ, რაც გაგაოცებთ სოჭში".
1. ვინც კი რუსეთში რამეს წარმოადგენს, ყველას "დაჩა" აქვს სოჭში.
ეს რუსი ოლიგარქის "სავალდებულო" ატრიბუტია. ჯერ კიდევ 1930 წელს რუსმა დიქტატორმა იოსებ სტალინმა აქ საზაფხულო აგარაკი მოიწყო. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "დიდ სოჭში" ორი "დაჩა" აქვს.
ოლიმპიური ასპარეზობები სინამდვილეში დიდი სოჭის ტერიტორიაზე, ადლერის მიდამოებში იმართება, რომელიც საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკის, აფხაზეთის საზღვართანაა.
3. მოწევა აკრძალულია.
ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 60% სიგარეტზეა დამოკიდებული და ერთხელ ჩამქრალ ოლიმპიურ ჩირაღდანსაც კი სიგარეტიდან გადაუკიდეს ცეცხლი, ეს დიდ დარტყმას გამოიწვევს - ოლიმპიური სოჭი სიგარეტისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა.
4. სოჭში არის გეი-ბარი!
დიახ, და ეს პუტინის ბოლოდროინდელი აკრძალვების მიუხედავად. ეს ბარი ძალიან დემოკრატიულია: ჰომოსექსუალებთან ერთად, ჰეტეროსექსუალებიც ილხენენ, შუაღამით კი ტრანსვესტიტი მომღერლები მღერიან.
რუსეთის მთავრობა ოფიციალურად მიესალმება გეი-სტუმრებს ოლიმპიადაზე, მაგრამ 17 იანვრის შესწორებით კანონში, სთხოვთ მას - შეეშვან ბავშვებს და არ შეაწუხონ - "ბავშვებში" ვალანტიორები იგულისხმებიან.
5. სოჭში ვარჯიშობდნენ პირველი კოსმონავტი... მაიმუნები!
აბრეკი და ბიონი 1983 წელს გაუშვეს კოსმოსში. ისინი აქ "ვარჯიშობდნენ".
6. ქუჩაში კაზაკები პატრულირებენ.
კაზაკური ჩაცმულობა ხშირად მოგხვდებათ თვალში და ტოლსტოის და პუშკინის გმირებს გაგახსენებთ. სოჭის მერმა კაზაკთა ათასკაციანი რაზმი დაიქირავა ოლიმპიადის დროს ქუჩებში პატრულირებისთვის.
7. ვოდკა? არა, ჭაჭა!
რუსეთში დალევის კულტურა და "ტოსტები" შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ერთი მუდმივია - "ვოდკა", რუსული არაყი, თუმცა სოჭი ამ მხრივ გამორჩეული ადგილია: "ვოდკას" აქ კავკასიელი კონკურენტი, ქართული ჭაჭა სერიოზულ კონკურენციაში სჯობნის.
ჭაჭა ხშირად თვითნახადია, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. გირჩევთ უფრო უსაფრთხო ვარიანტს, ბოთლებში ჩამოსხმულ ჭაჭას.
ჭაჭა იტალიური გრაპას ანალოგია და ხშირად ყურძნისგან მზადდება. ქართული ტრადიცია ამბობს, რომ ჭაჭა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
8. სამზარეულო რუსული კი არა, სომხური ან ქართულია
სოჭი, რომლის კოლონიზაცია რუსეთმა მხოლოდ მე-19 საუკუნეში განახორციელა, მულტიეთნიკური რეგიონია. სომხების წილი დაახლოებით 20%-ია, საქართველო კი ძალიან ახლოსაა. ამიტომ ამ ორი ქვეყნის გავლენა ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.
ქართული სამზარეულოს ფავორიტია რესტორანი "ნე გარუი", ხოსტის უბანში. ეს რესტორანია განთქმული დიდებული წყნარი ზღვისპირა ხედით და უგემრიელესი ჩახოხბილით.
9. იუნესკოს სიაში
აქაური პარკი, სადაც ათასწლოვან ხეებს შეხვდებით, იუნესკომ მსოფლიოს საგანძურთა სიას მიაკუთვნა. სოჭის ლეოპარდი, რომელიც ამ პარკში ხელახლა მოაშენეს, სწორედ ზამთრის ოლიმპიადის მასკოტია.
ფოტოზე: ქართული ჩურჩხელა სოჭში
საქართველოში თარგმნა ვერ ისწავლეს.