სოჭი 2014: ფიგურული სრიალი - პირველი გუნდური რუსეთისაა

AutoSharing Option
ფიგურულ სრიალში გუნდური პირველობა პირველად თამაშდებოდა. ეს იყო სამდღიანი ტურნირი, სადაც ცხრა ქვეყანა ეჯიბრებოდა ერთმანეთს. სპორტის ამ სახეობის თითო დისციპლინაში შესრულდა მოკლე და თავისუფალი პროგრამა და შედეგების შეჯამების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული.

ორი დღის შემდეგ ჩემპიონი 98 პროცენტით გამოვლენილი იყო. რაღაც დაუჯერებელი უნდა მომხდარიყო, რომ რუსეთს პირველი ადგილი დაეთმო რომელიმე კონკურენტისთვის. ეს კარგად ესმოდა უახლოეს მდევარ კანადას, რომლის მთავარმა ვარსკვლავმა პატრიკ ჩანმა არ მოისურვა 9 თებერვალს თავისუფალი პროგრამის შესრულება. რუსებმა კი ყველა უძლიერესი გამოიყვანეს სტარტზე და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.

მართალია,
ევგენი პლიუშჩენკომ წააგო თავისუფალი პროგრამა მეორე კანადელ რეინოლდსთან და იაპონელ მატიდასთან, სამაგიეროდ, ქალების გამოსვლაში იმარჯვა 15 წლის იულია ლიპნიცკაიამ. ამის შემდეგ საცეკვაო დეუტების გამოსვლა სრულ ფორმალობად იქცა. აქ ამერიკულ წყვილს ჰქონდა პირველი ადგილი, მაგრამ ამას ძალთა საბოლოო განლაგებაზე გავლენა არ მოუხდენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ გუნდურ შეჯიბრებაში გამოდიოდა 10 და არა 9 ქვეყანა, ხოლო რაც შეეხება პლუშენკოს, მან თავისუფალი პროგრამით უმაღლესი 10 ქულა მოუტანა თავის გუნდს, წაგებით კი მოკლე პროგრამა წააგო და მეორე ადგილს (9 ქულას) დასჯერდა. ეს უკანასკნელი მოიგო იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ.
ეკატერინე
04:03 12-02-2014
0

სიახლეები პოპულარული