სოჭი 2014: ტრამპლინიდან ხტომა - ის, რაც მალიშმა ვერ შეძლო

AutoSharing Option
ლეგენდარული ადამ მალიშის წყალობით, ტრამპლინიდან ხტომა პოლონეთში ეროვნულ სახეობად იქცა, მაგრამ თავად მალიშსაც კი ერთხელაც არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი. ის ბევრჯერ იყო მეორე, მაგალითად, ვანკუვერში ორჯერ დამარცხდა სიმონ ამანთან.

როცა მალიშმა კარიერა დაასრულა, ბევრს ეგონა, რომ ხტომების ბუმი პოლონეთში მინელდებოდა, მაგრამ ადამის ბოლო სეზონის დროს ამობრწყინდა კამილ შტოხის ვარსკვლავი, როცა დებიუტშივე მოიგო მსოფლიოს თასის ორი ეტაპი, შარშან კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. და აი, 9 თებერვალს შტოხმა საბოლოოდ ჩაწერა თავისი სახელი სპორტის ამ სახეობის ისტორიაში.

მისი ტრიუმფი მოსალოდნელი იყო.
ეს ჯერ კიდევ ოფიციალურ ვარჯიშებზე ჩანდა, ხოლო ოფიციალური სტარტისას, პირველივე ნახტომის შემდეგ მოუსპო იმედები კონკურენტებს: პოლონეთის ნაკრების ლიდერი 105.5 მეტრზე გადახტა, რითაც კომფორტული უპირატესობა მოიპოვა ნორვეგიელ ანდერს ბარდალზე და სლოვენიელ პეტერ პრევცზე. კამილის მეორე ნახტომი 103.5 მეტრი სიგრძისა იყო, რითაც მან დაადასტურა თავისი ბრწყინვალე ფორმა. შტოხმა მიაღწია იმას, რაც თვით ადამ მალიშისთვის იყო მიუწვდომელი.

იმედი გაუცრუეს საკუთარ გულშემატკივრებს გერმანელებმა და ავსტრიელებმა. გერმანიის ნაკრების ლიდერი ზევერინ ფროინდი პირველი ცდის შემდეგ დაეცა, ავსტრიელი ტომას დიტჰარტი მეოთხე ადგილზეც ვერ გავიდა, ხოლო გრეგორ შლირენცაუერი ათეულის მიღმა დარჩა.

კამილ შტოხი
დაიბადა: 25 მაისი, 1987
სიმაღლე: 1.73 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, საშუალო
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონი (2013), ბრინჯაოს პრიზიორი (2013); მსოფლიოს თასის 11 ეტაპის გამარჯვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული