"თბილისი-2015"-ისთვის ახალი სპორტის სასახლე ვერ ესწრება!

AutoSharing Option
"თბილისი-2015"-ის მასპინძელი ბაზების სიაში ცვლილებაა - კანდიდატებიდან ამოვარდა ხელბურთის დარბაზად წოდებული სპორტის კომპლექსური სასახლე, რომელიც საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შენდებოდა. მას ხელბურთის ტურნირისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა მშენებლობა მეტისმეტად გვიან დაიწყო და ეს ცვლილებაც ამან გამოიწვია.

მართალია, მშენებარე კომპანია ახლაც იძლევა გარანტიას, რომ შენობას დათქმულ ვადებში ჩააბარებს, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა არ გარისკა და სათადარიგო ვარიანტზე გადაერთო.

მხოლოდ დასრულებაც ბევრს არაფერს ნიშნავს (თუმცა საკითხავია, ასე ნაჩქარევად აშენებულის ხარისხიც რამდენად სანდო იქნება), რადგან შენობის შიდა ინტერიერის კეთილმოწყობასაც დიდი დრო უნდა და რაც მთავარია, დასამონტაჟებელია
თანამედროვე აპარატურა და ელექტროსისტემა, ჩასატარებელია სატესტო შეჯიბრება...

ვაიდა, მუშა პროცესში, ტესტირებისას რაღაც გადაუჭრელი ხარვეზი აღმოჩნდეს, მერე სხვა ობიექტზე გადასასვლელად, განა გადასაწყობად დროც აღარ რჩება. ამიტომ საორგანიზაციო კომიტეტის არგუმენტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სამთავრობო კომისიაც დაეთანხმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც და ამ ფესტივალთან დაკავშირებული სხვა მმართველი სტრუქტურებიც.

თავდაპირველად საორგანიზაციო კომიტეტს სათადარიგო ვარიანტად "არენა" ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობაც საეჭვო იყო. ეს ეჭვიც დადასტურდა და ხელბურთის ტურნირი არა იქ, არამედ სპორტის სასახლეში ჩატარდება, ანუ იქ გამწესებულ სახეობებს ჩაანაცვლებს.

ახლა სწორედ ეს პროცესი მიდის - თავიდან გადაანაწილონ სახეობები ბაზების მიხედვით.

ხელბურთის დარბაზთან და საცურაო აუზთან დაკავშირებით პრეტენზიები ყოველთვის არსებობდა, თუმცა უფრო პრობლემური ხელბურთის ბაზა იყო.

მშენებლობის დაგვიანებაზე, მის ნელ ტემპზე ერთნაირად საუბრობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ ორივე ბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყო და ლევან ყიფიანთან სპორტის საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეს ბაზებიც იყო. არადა, სამინისტროს მათ ასაშენებლად საჭირო თანხა თურმე ჯერ კიდევ 2013 წლის მეორე ნახევრიდან ედო ანგარიშზე.

საცურაო აუზი ჯერჯერობით ისევ რჩება ფესტივალის მასპინძელი ბაზების ნუსხაში, თუმცა ჯერ არც მისი მშენებლობა დასრულებულა. საბედნიეროდ, ვადებში ჩატევა უკვე აღარაა საეჭვო, მაგრამ მას არ გაუვლია პრაქტიკული შემოწმება. არადა, გარკვეული შიშები მასთან დაკავშირებითაც არსებობს.

იმედია, ეს მაინც არ გამართლდება და მეორე ბაზის ჩანაცვლება არ გახდება საჭირო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
რარა დროს "ნაცებია" 2 წელი და 7 თვეა ახალი მთავრობაა.ამ პერიოდში თავისუფლად აშენდებოდა ბევრად დიდი და მოწყობილი შენობა. ვერავის დავაბრალებ, დამნასავე თავად უნდა მოიძიონ. ფაქტია, საქმე უკან მიდის. ამ სასახლის ადგილიც ძალიან ცუდად არის შერჩეული. სასაფლაოების გარემოცვაში რა უნდა სპორტულ დაწესებულებას. ჯობდა გლდანში, ან სანზონაში აეშენებიათ. ყველაფერს რომ ვაკე-საბურთალოზე აშენებენ, სხვაგან სპორტის გულშემატკივრები არ ცხოვრობენ?
2015
16:50 15-05-2015
0
წინა მთავრობის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეგ ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების ინიციატივა და უფლება მათ მოიპოვეს, მაგათ დროს იყო ჩადებული ის 17 მილიონი მომავალი წლის ბიუჯეტშიც. ნაწილობრივ ამ კომპლექსების მშენელბლობა საერთაშორისო სპორტის კომიტეტით ხდება. ალბათ სამართლიანი იქნება რომ ეგ არ ჩაითვალოს ბიძინას დამსახურებად... ლანძღვა კარგია მაგრამ იმის გარკვევაც არ იქნება ურიგო... არც საყოველთაო დაზღვევა იყო ბიძინას დამსახურება. გადახედეთ მთავრობის 2012 წლის 5 მაისის #165 დადგენილებას... თუ გგონიათ რომ ერთ თვეში მოხდა მომავალი წლის ბიუჯეტში ამხელა თანხების მობილიზება და სადაზღვეო სიების მომზადება? ) მიშას უსამართლობა და რეპრესიები ჩემ ოჯახსაც შეეხო მაგრამ ამათი უნიათობა მთელ ქვეყანას დაეტყო. კრიმინალიც, ნეპოტიზმიც და კორუპციაც. 3 წლის განმავლობაში ერთი სტადიონი ვერ ააშენეს და ქალაქი ვერ დაასუფთავეს. თბილისი ნაგავში იხრჩობა. დენი ითიშება, 10 წელია არ გამიგია 9 ბლოკის არსებობა, მეგონა უკვე აღაც არსებობდა )) დედაჩემი პენსიიდან შვილიშვილებს საჩუქრებს უკეთებდა. 3 წელიწადში როცა ვერაფერს ვერ გააკეთებ და კიდე ვიღაცას შენი სჯერა უკვე ხალხის სიდებილეა... ეგენი იუსტიციის სახლებით და გაზის მაგისტრალებით ტრაბახობენ. ვითომ ან აიდი ბარათები ან იუსტიციის სახლები თეას აწყობილი იყო, ან რეგიონებში გაზის მილების ჩასადებად - მაგისტრალები აწიეს და ჩუმად ჩაალაგეს ) ეგეც მანამდე იყო გაკეთებული, და გარე მილების გაყვანა პრობლემა არაა მემგონი ) ხალხო გამოფხიზლდით, მიშა დეგენერატია მაგრამ ბიძინამ სისხლით იშოვა მილიარდები. შედარებით პატარა ვარ, როგორ ფიქრობთ მოსკოვში 90იანებში გაზეთს ვერ გაყიდდი რეკეტის გარეშე და მილიარდები როგორ იშოვა? მაგას თბილისის ხელა სასაფლაო აქ. რუსეთში მაგას ჩუმ მახრჩობელას ეძახიან...
ზურა
16:36 15-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული