საქართველოს ოლიმპიური ცეცხლი გადაეცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბერძნეთში, ათენში, ოლიმპიური ცეცხლი აინთო და საქართველოს გადაეცა, რომელიც 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ცეცხლის ანთების ბერძნული რიტუალი "პანათინაიკოსის" სტადიონზე გაიმართა, რის შემდეგაც ის პირველ მეჩირაღდნეს, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულს ძიუდოში, ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა. ლაშა შავდათუაშვილმა ცეცხლი მეორე ქართველ მეჩირაღდნეს - მარიამ ბოლქვაძეს გადასცა.

ცეცხლის ანთებამდე, "პანათინაიკოსის" სტადიონზე საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა და "თბილისი 2015"-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა.

ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში, კერძოდ კი,
ბათუმში სპეციალური რეისით დღეს, 20:00 საათზე ჩამოვა.

ბათუმის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. ცეცხლი 67 მუნიციპალიტეტს მოივლის საქართველოს მასშტაბით. ცეცხლი ჩამოვა თბილისშიც და ოლიმპიადის დასრულებამდე ენთება.

2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული