14:26 26-05-2015
საქართველოს ოლიმპიური ცეცხლი გადაეცა [VIDEO]
AutoSharing Option
ცეცხლის ანთების ბერძნული რიტუალი "პანათინაიკოსის" სტადიონზე გაიმართა, რის შემდეგაც ის პირველ მეჩირაღდნეს, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულს ძიუდოში, ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა. ლაშა შავდათუაშვილმა ცეცხლი მეორე ქართველ მეჩირაღდნეს - მარიამ ბოლქვაძეს გადასცა.
ცეცხლის ანთებამდე, "პანათინაიკოსის" სტადიონზე საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა და "თბილისი 2015"-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა.
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში სპეციალური რეისით დღეს, 20:00 საათზე ჩამოვა.
ბათუმის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. ცეცხლი 67 მუნიციპალიტეტს მოივლის საქართველოს მასშტაბით. ცეცხლი ჩამოვა თბილისშიც და ოლიმპიადის დასრულებამდე ენთება.
2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული