ბაქო 2015. VII დღე: რუსეთს ვეღარ დაეწევიან

AutoSharing Option
ევროპული თამაშების მეშვიდე დღის მთავარი მოქმედი პირები გახდნენ რუსი სპორტსმენები, რომლებმაც საბოლოო დარტყმა მიაყენეს კონკურენტებს საერთო გუნდურ ჩათვლაში.

რუსეთის ნაკრებმა გუშინ ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აიღო და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაქოში მისი დამწევი არავინაა...

რუსებმა დაგეგმილი მედლები აიღეს ჭიდაობაში, ოქროს დუბლი შეასრულეს წყალში ხტომაში, ხოლო ქალებს შორის სპორტული ტანვარჯიშის მრავალჭიდში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონმა ალია მუსტაფინამ.

ეს მისი მეორე ოქროა ევროპულ თამაშებზე - მანამდე მან გუნდურ პირველობაში მოაგებინა ოქრო თავის გუნდს.

ტექნიკური შედეგები
ველოსპორტი
ქალები
ჯგუფური რბოლა

1. ელენ ვან დიიკი (ჰოლ) 32:26.87
2. განა სლოვეი (უკრ) 33:03.37
3. ანემიკ ვან ვლოიტენი (ჰოლ) 33:33.56

წყალში ხტომა
კაცები

1მ. პლატფორმა
1. ნიკიტა შლეიხერი (რუს) 543.80
2. ილია მოლჩანოვი (რუს) 512.20
3. ჯეიმს ჰიტლი (ბრიტ) 483.40

სპორტული ტანვარჯიში
კაცები
მრავალჭიდი

1. ოლეგ ვერნაიევი (უკრ) 90.332
2. ოლეგ სტეპკო (აზე) 89.065
3. ნიკიტა იგნატიევი (რუს) 87.365

ქალები
მრავალჭიდი
1. ალია მუსტაფინა (რუს) 58.566
2. ჯულია შტაინგრუბერი (შვეიც) 56.699
3. ლიკ ვევერსი (ჰოლ) 55.065

ტყვიის სროლა
კაცები
პნევმატური შაშახანა. 50 მ
1. ჰენრი იუნგჰანელი (გერ) 208.5
2. მარკო დე ნიკოლო (იტა) 207.3
3. სერგეი მარტინოვი (ბლრ) 186.3

მიქსტი
ტრაპი
1. სლოვაკეთი
2. რუსეთი
3. სან მარინო

ტაეკვანდო
კაცები
80 კგ
1. მილად ჰარჩეგანი (აზე)
2. ალბერტ გაუნი (რუს)
3. ლუტალო მუჰამადი (ბრიტ)
3. ჟულიო ფერეირა (პორ)

ქალები
67კგ
1. ანასტასია ბარიშნიკოვა (რუს)
2. ფარიდა აზიზოვა (აზე)
3. ნურ ტატარი (თურ)
3. ელინ იოჰანსონი (შვედ)

მშვილდოსნობა
კაცები
გუნდური
1. უკრაინა
2. ესპანეთი
3. ჰოლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული