ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პაპინაშვილი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა.
ამირანმა იპონით იმარჯვა და საქართველოს თამაშებზე მე-11 მედალი მოუპოვა. საქართველოს გუნდს ბაქოში 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო აქვს მოპოვებული.
აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტებისთვის ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატიცაა და პაპინაშვილმა მესამე ადგილით 160 სარეიტინგო ქულაც მიიმატა.