ვაჟებში 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი იჭიდავებენ, 81-ში - ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი. ქალებში 70 კგ-მდე წონაში ჩვენი ორი წარმომადგენელი გამოვა - ესტერ სტამი და ნინო ოძელაშვილი.
-73 კგ
73-ში ქართველი ძიუდოისტები ბადის სხვადასხვა მხარეს არიან, განუთესავ შავდათუაშვილს კი გაუმართლა, მასპინძელ რუსტამ ორუჯოვის მხარეს რომ არ მოხვდა - მას ფინალამდე ასცდა.სამაგიეროდ, ორუჯოვის და ტატალაშვილის გზები იკვეთება ნახევარფინალში. თუმცა იქამდე ჩვენებს
თუმცა ჩვენებურს ფრანგზე უფრო საშიში კონკურენტი ჰყავს ჯგუფში - სლოვაკი როკ დრაკშიჩი, ვისთანაც ორი წლის წინ ევროპირველობის ფინალში დამარცხდა. მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება.
შავდათუაშვილი ტურნირს ფრანგ ევროპის პრიზიორ პიერ დუპრატთან შეხვედრით იწყებს, მოგების შემთხვევაში კი ჩეხ იაკუბ იეცმინეკს დაეჭიდება. ამავე ჯგუფშია მასტერსის მომგები რუსი დენის იარცევი.
-81 კგ
81 კილოგრამში ჭრიკიშვილი თავიდან კი ისვენებს, მაგრამ, შესაძლოა, პირველივე შეხვედრა არასასურველ ბელგიელ ევროპის ჩემპიონ იოახიმ ბოტიესთან მოუწიოს, ვისთანაც წლეულს გერმანიაში ფინალში დამარცხდა - სწორედ ბოტიესა და ბულგარელ ივაილო ივანოვს შორის უმჯობესი შეხვდება ჩვენებურს.ამავე ჯგუფშია ბერძენთა სახელით მოჭიდავე ქართველი რომან მასტოპულოსი (რევაზიშვილი).
მარგიანი მეორე წრეში იჭიდავებს სლოვაკ მატუშ მილიჩოვსკისთან, თუმცა ის ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრის ჯგუფში მოხვდა.
ქალები
ესტერ სტამი იტალიელ ჯულია კანტონის ხვდება, ნინო ოძელაშვილი - ბელგიელ ლოლა მანსურს.შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) მოიპოვა, სულ კი ბაქოს თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მონაგარი 11 მედალია - 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.