ბაქო 2015. ძიუდო: ტატალაშვილი და ჭრიკიშვილი ნახევარფინალში არიან

AutoSharing Option
დღეს, 26 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირში საქართველოს ექვსი წარმომადგენელი ჩაება. მათგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი (-73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81) აგრძელებენ, რომლებიც ნახევარფინალში გავიდნენ.

ჭრიკიშვილმა გზიდან ბულგარელი ივაილო ივანოვი, ესტონელი იევგენი სალაიევი და ბელორუსი ალიაქსანდრ სტსიაშენკა ჩამოიცილა (სამივე იპონით), ტატალაშვილმა კი ფრანგ ფლორენტ ურანის, სერბ ლიუბისა კოვაჩევიჩს და სლოვენიელ როკ დრაკშიჩს მოუგო.

Sportall.Ge

ფინალის საგზურისთვის ჭრიკიშვილი გერმანელ სვენ მორეხს შეხვდება, ტატალაშვილი კი - ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს. ფინალური ბლოკი 18:00 სთ-იდან დაიწყება.

ბაქოში მხოლოდ ერთი შეხვედრა
მოიგო უშანგი მარგიანმა, რომელმაც სლოვან მატუშ მილიჩოვსკისთან გამარჯვების შემდეგ გერმანელ ალეხანდერ ვიესზერზაკთან ბრძოლა ტრავმით დაასრულა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა წააგო ლაშა შავდათუაშვილმა ფრანგ პიერ დუპრატთან. ასევე წარუმატებელი სტარტი ჰქონდა ქალთა ტურნირში ნინო ოძელაშვილსაც (-70). ამავე წონაში პირველი ორთაბრძოლა კი მოიგო ესტერ სტამმა იტალიელ ჯულია კანტონისთან, მაგრამ შემდეგ ბრიტანელ სალი ქონვეის ვეღარ გაუმკლავდა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) მოიპოვა, სულ კი ბაქოს თამაშებზე საქართველოს დელეგაციის მონაგარი 11 მედალია - 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტატალაშვილი და ჭრიკიშვილი ორივე ჩემპიონები გახდებიან
ემზარი
15:16 26-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული