ტოკიო 2020: ერთიანობა და თანასწორობა

AutoSharing Option
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დაწყებამდე ზუსტად ხუთი წლით ადრე, თამაშების მასპინძელ ქალაქ ტოკიოში საორგანიზაციო კომიტეტმა ოფიციალურად წარმოადგინა ოლიმპიადის ემბლემები.

ტოკიოს ოლიმპიადის სიმბოლოა - ასო "T", ხოლო პარალიმპიადის სიმბოლო - თანასწორობის ნიშანი - "=".

ასო "T"-ის მნიშვნელობა სამნაირად შეიძლება გავიგოთ: "ტოკიო", "ხვალ" (tomorrow) და "გუნდი" (team). საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ემბლემები წარმოაჩენენ ოლიმპიადის უნიკალურ შესაძლებლობას - გააერთინოს პლანეტის ყველა ადამიანი.

დიზაინერ კენძირო სანოს ჩანაფიქრით, ეს ნიშნები ერთიანობასა და თანასწორობას გამოხატავენ. 2020 წლის ოლიმპიადის ემბლემები თეთრ
ფონზე ოქროსფერი, შავი, წითელი და რუხი ფერების უბრალო ფიგურებით არის შესრულებული. იგივე სტილია დაცული პარალიმპიადის ემბლემისას.

* * *
ამასობაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომაშ ბახი კუალა ლუმპურში ჩავიდა, სადაც 31 ივლისიდან 3 აგვისტომდე ჩატარდება ორგანიზაციის 128-ე სესია.

ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში, კომიტეტმა უნდა აირჩიოს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი. პრეტენდენტი მხოლოდ ორია - პეკინი (ჩინეთი) და ასტანა (ყაზახეთი).

პეკინი 2008 წელს მასპინძლობდა ზაფხულის ოლიმპიადას, ყაზახეთისთვის კი ეს არის პირველი შანსი - მიიღოს უდიდესი სპორტული ფორუმი. აქამდე, ეს ქვეყანა 2011 წლის ზამთრის აზიურ თამაშებს უწევდა ორგანიზებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული