თბილისი 2015. ცურვა: მერი მუმლაძე და მარიამ იმნაძე 1/2-ფინალის მიღმა დარჩნენ

AutoSharing Option
100 მეტრ თავისუფალი ყაიდით ცურვაში გოგონებს შორის ქართველი მოცურავეები - მერი მუმლაძე და მარიამ იმნაძე 1/2-ფინალის მიღმა დარჩნენ. პირველი მათგანი 41-ე, ხოლო მეორე 53-ე ადგილზე გავიდა.

საკვალიფიკაციო გაცურვაში საუკეთესო შედეგი სლოვენიელმა მოცურავე იანია შეგელმა (JANJA SEGEL-მა) აჩვენა - 57:26, მეორეადგილოსან უნგრელ კეშელთან (AJNA EVELIN KESELY) შედარებით. მან მხოლოდ 31 მეასედით აჯობა.

1/2-ფინალური გაცურვა 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით გოგონებს შორის 17:00 საათზე დაიწყება.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული