თბილისი 2015: საქართველოს პირველი მედალი ზურაბ კახნიაშვილმა მოუტანა
AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ზურაბ კახნიაშვილი (50 კგ-მდე) მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩეხი დავით ვოპატი დაამარცხა.
ძიუდოს აკადემიის დარბაზში გამართულ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა ჯერ იუკო აუღო მეტოქეს, შემდეგ კი ბოლო წამებზე კონტრილეთით, ვაზარით გაიმარჯვა.
დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის ჩვენი გუნდიდან 55 კგ-ში თემურ ნოზაძე იბრძოლებს.