თბილისი 2015: მზია ბებოშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი ძიუდოისტმა მზია ბებოშვილმა მოუტანა, რომელმაც 52 კგ-მდე წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ჰოლანდიელ ილსე ბიურენს იპონით სძლია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ფესტივალზე მოპოვებული 2 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია. ტურნირზე ჩემპიონობისთვის დღესვე ეთერ ლიპარტელიანი, 57 კგ-ის ფინალში იბრძოლებს.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონმა ბებოშვილმა ფინალური შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა - მეტოქის შებოჭვა მან ორთაბრძოლის დასაწყისშივე სცადა, თუმცა მხოლოდ იუკოს გამორჩა. სამაგიეროდ, მზიას მეორე მცდელობა
დასრულდა სუფთა გამარჯვებით.

"ჩემგან ყველა ოქროს ელოდა და მე არ მქონდა უფლება, მედალი სხვისთვის გამეტანებინა", - თქვა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ მზია ბებოშვილმა.

მანამდე მზიამ რუს ნასიბა იბრაგიმოვას, მოლდოველ ანა როტარსა და ბრიტანელ ეიმე გრანტს აჯობა. ამ უკანასკნელის დასაიპონებლად ქართველ გოგონას სულაც 9 წამი (!) დასჭირდა.

ასევე იხილეთ:
თბილისი 2015: მზია ბებოშვილს იპონით მოგებისთვის 9 წამი დასჭირდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები, გაახაროს ღმერთმა როგორც ჩვენ გაგვახარა.
გია
31 ივლისი 2015 11:56
0
მათე ბიჭი :))))
magari gogoa
31 ივლისი 2015 02:00
0
რა იყო შე კაცო სკოლასაც დაამთავრებს, რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა, 28 წლისაა და სკოლა წელს დაამთავრა.
giorgi
30 ივლისი 2015 19:36
0
ყოჩაღ ქალო!!!
zzzzz
30 ივლისი 2015 19:11
0
ბრავოოოოოო! შენ გენაცვალეეე! რა მაგარი გოგოააა!როგორი თავდაჯერეული ჭიდაობს, ბრავოო! თუ ვინმე კიტხულობს ხოლმე რა არის ქართული სულიო, ამ ვიდეოს უყუროს, აი ეს არის ქართული სული და ამ გოგოშია ქართული სული!! და, ის პრობლემა, რაც სკოლაში შეექმნა, იმედია მოუგვარებენ ამ ნიჭიერ გოგოს. იმდენი ხეპრე, ქვეყნის მავნებელი ამთავრებს სკოლას და ქვეყნის მასახელებელი გოგოსთვის რა გახდა სკოლის დამთავრება!?
Georgiano
30 ივლისი 2015 17:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული