თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციას მეოთხე ოქროს მედალი ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ მოუტანა, რომელმაც 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსი ალიუმარ ტუმაევი იპონით დაამარცხა.

ფინალამდე ონისემ პოლონელი ერიკ რიცკიაკი, სერბი სტეფან მიჩიჩი და უკრაინელ ოლეკსი ბაბენკო დაამარცხა - ყველა იპონით.

საქართველომ ფესტივალზე სულ 4 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ათიდან 9 მედალი ძიუდოისტების ანგარიშზეა. ბოლო ბრინჯაო მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ რუსტამ კოტსოიევს აჯობა.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ
ტეგზე თბილისი 2015
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯებმა დაუშვეს რამდენიმე უხეში შეცდომა: ონისეს ვაზარი ნაღდი იყო, ისევე როგორც რუსის მეორე ვაზარი. რუსის პირველი ვაზარიც სადაო იყო, ფეხში ჩავლება, ჩემი ხედვით, იყო დაწყებული მოძრაობის შემდეგ, შესაბამისად - პირველი ვაზარიც შეიძლება განხილულიყო. ონისეს საფინალო ჟესტიც არ იყო სპორტული საქციელი. პუტინი ნაძირალაა, მაგრამ სპორტსმენმა რა დააშავა... მოკლედ, შეგვერგო და გადავრჩით. გამარჯვებულს არ ვასამართლებთ. ძიუდოისტებმა უშველეს სტატისტიკას.
giorgi
01 აგვისტო 2015 21:32
0

სიახლეები პოპულარული