21:51 01-08-2015
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
AutoSharing Option
ოლიმპიურ ფესტივალში 50-მდე ქვეყნის 3 800-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, საქართველომ 4 ოქროს და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ლიდერთა ათეულში ბოლო პოზიციაზე მოხვდა.
ოლიმპიურ სოფელში გამართულ დახურვის ცერემონიალი მოიცავდა ფესტივალში მოასპარეზე ქვეყნების მედროშეთა აღლუმს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტის იანეზ კოსიანჩიჩის მიერ თბილისი 2015-ის დახურვად გამოცხადებას და მოწოდებას ევროპელი ახალგაზრდობის მიმართ, რომ ორი წლის შემდეგ შეიკრიბონ უნგრეთის ქალაქ გიორში, ევროპის XIV ახალგაზრდა ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად.
ამის შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დროშა ქალაქ გიორის მერის წარმომადგენელს, დევიდ ფეკეტეს გადასცა.
დამსწრე საზოგადოებას კი ეკრანიდან ჰქონდათ საშუალება, თვალი ედევნებინა ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლის ჩაქრობის სცენისთვის, რომელიც კუს ტბის მიმდებარე მთაზე 26 ივლისს აინთო.
პროტოკოლით გათვალისიწნებული ნაწილის დარულების შემდეგ სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლოვანი შოუ აკრობატების და მოცეკვავეეების მონაწილეობით გაიმართა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რასიამ კველა დატშაგრა როგორც კოველტვის,სამცუხაროდ...............
0
0
და ანთებული იყო რო?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული