ოლიმპიზმი: ტოკიომ ახალი ლოგო უნდა დახატოს

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა უარი თქვა ემბლემაზე, რომელიც ამა წლის ივლისში, პრეზენტაციაზე წარადგინა.

კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ პლაგეატში დადანაშაულება უსაფუძვლოა, მაგრამ იმ ემბლემის გამოყენებამ, რომელიც სკანდალის ცენტრში მოექცა, შესაძლოა, ზარალი მიაყენოს მომავალი ოლიმპიადის რეპუტაციას.

საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ტოსირო მუტომ ბოდიში მოუხადა იაპონელ ხალხს, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და სპონსორებს წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აღუთქვა მათ, რომ 2020 წლის თამაშების ახალ ემბლემას მაქსიმალურად მოკლე დროში ღია კონკურსის გზით აირჩევენ.

მხატვარ და დიზაინერ კენძირო სანოს მიერ შექმნილი ემბლემის პრეზენტაცია 24
ივლისს გაიმართა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, ბელგიელმა დიზაინერმა ოლივიე დებიმ განაცხადა, რომ ეს ემბელმა ძალიან ჰგავს მის მიერ 2013 წელს, ქალაქ ლიეჟის თეატრისთვის შექმნილ ლოგოს.

დებიმ ბელგიის სასამართლოში იჩივლა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოსთხოვა - უარი თქვან ამ ლოგოს გამოყენებაზე. დიზაინერის სარჩელი ჯერ არ არის განხილული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული