ოლიმპიზმი: ტოკიოსთვის პოლოც იბრძვის

AutoSharing Option
პოლოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ალეხანდრო ტეილორი არ კარგავს იმედს, რომ სპორტის ეს სახეობა მოხვდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში.

პოლო ვერ მოხვდა პრეტენდენტი სახეობების შორტ-ლისტში, მაგრამ ფედერაცია აპირებს დაარწმუნოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ჩაატაროს 2020 წელს პოლოს ტურნირი.

"ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ჩვენი მონდომება და დავაბრუნოთ პოლო ოლიმპიადის პროგრამაში, - ამბობს ტეილორი. - პირობას ვიძლევით, რომ ტურნირზე ნაკრებები უძლიერესი შემადგენლობებით გამოვლენ".

მეხუთედ და უკანასკნელად, პოლო ოლიმპიურ პროგრამაში შეტანილი იყო 1936 წელს, ბერლინში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიურ პროგრამაში
მოხვედრის რეკომენდაცია მისცა ბეისბოლს, კარატეს, სერფინგს, მეკლდეურობას და გორგოლაჭებიან სპორტს. გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ სიაში შეიყვანა სქვოში, უშუ და ბოულინგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული