რიო-დე-ჟანეირო 2016: რიოს ჩინეთი მოიგებს?

AutoSharing Option
ავსტრალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც მიეძღვნა 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნების შორის მედლების სავარაუდო განაწილებას.

დასკვნა ეყრდნობა 2015 წელს გამართულ ტურნირებზე ნაჩვენებ შედეგებს. კერძოდ, გაანალიზებულია შედეგები მსოფლიოს ჩემპიონატებზე და სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო ტურნირებზე სპორტის ოლიმპიურ სახეობებში.

კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი ოქროს 39 მედლით. ამერიკის ნაკრებს, რომელმაც მოიგო ქვეყნების ჩათვლა 2012 წლის ოლიმპიადაზე, 35 ოქრო აქვს.

მესამე ადგილზე მოდის რუსეთი ნაკრები - ოქროს 25 მედალი, ხოლო მეოთხე ადგილზე გავიდა იაპონია, რომელმაც 2015 წელს უმაღლესი სინჯის
18 მედალი დაისაკუთრა.

ბრიტანეთის ნაკრებმა, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე მესამე პოზიციაზე იყო, მხოლოდ 15 პირველი ადგილი დაიკავა, იმდენი, რამდენიც საფრანგეთმა. 13 ოქროთი მეშვიდე ადგილი გაიყვეს ავსტრალიამ და გერმანიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული