პროექტი ეფუძნება იაპონური ეროვნული არქიტექტურის ტრადიციებს და მასში გამოყენებულია შუასაუკუნეების ნაგებობათა მოტივები. სტადიონი ხაზგასმულად ეკოლოგიურია და კარგად არის შერწყმული ადგილობრივ ლანდშაფტთან.
პროექტის ღირებულებაა - 1.2 მილიარდი დოლარი. მშენებლობის დასრულება 2019 წლის ნოემბერშია ნავარაუდები.
უფრო ადრე, პრემიერმა აბემ უარი თქვა მთავარი სტადიონის პირველ პროექტზე, რადგან ის ხარჯიანი იყო, კერძოდ, 2.2 მილიარდი დოლარი ჯდებოდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.