აღსანიშნავია, რომ დიღმის ტანვარჯიშის დარბაზში გათბობა უკვე თვეზე მეტია, რაც გამორთულია.
სპორტსმენები ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის გაუსაძლის პირობებსა და ტყუილებში ვარჯიშობენ. ტყუილებში იმ დაპირებებს ვგულისხმობთ, რომლებსაც კონკრეტული პირები ოლიმპიელებს აძლევენ - ორშაბათიდან ჩაირთვება გათბობაო, მაგრამ რომელი ორშაბათიდან, ჯერაც უცნობია...
დავინტერესდით,
"ეს დარბაზი გადაცემის პროცესშია - ის სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. დღეს დიღმის დარბაზში ველოდები სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს, მოსვლას აპირებენ და იქნებ დასრულდა კიდეც უკვე რეგისტრაციის პროცესი... არ ვიცი ნამდვილად.
გადასახადებზე პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება იმიტომ, რომ დროულად არ გადასცა ის სპორტის სამინისტროს. კოდებიც კი არ იყო მინიჭებული, თუ ვის უნდა გადაეხადა გაზის და დენის გადასახადი. სამინისტროს რომ გადაეცეს, დაფიქსირებული უნდა იყოს ვიღაცის ბალანსი.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფრით ყველაზე მეტად სპორტსმენები ზარალდებიან, მაგრამ ეს ჩვენი ფედერაციიდან გამომდინარე ნამდვილად არ არის.
როგორც კი ოლიმპიადა დამთავრდა, დავალიანება მაშინვე მოგვივიდა და ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია მერიას. სანამ თვეების მანძილზე ერთმანეთში არკვევდნენ, ვის უნდა გადაეხადა ის წინა თვეების დავალიანება, ვის ბალანსზე იყო, ახალი დავალიანებებიც დაემატა.
გაზის და დენის კომპანიებს რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ გადაევადებინათ და არ გამოერთოთ, მაგრამ ამ თვეში უკვე მესამედ გვიწევდა და ამდენ დათმობაზე აღარ წამოვიდნენ. "ყაზტრანსგაზთან" პირდაპირ კონტაქტზე გავედით. მისი მეპატრონე რუსია და მას მეილზე გადავუგზავნეთ წერილობითი თხოვნა, სანამ დოკუმენტაცია გაკეთდებოდა და უარი მოგვივიდა - ჯერ გადაიხადეთ დავალიანება, შემდეგ კი ჩავრთავთო", - გვითხრა ბესო გამსახურდიამ.
Sportall.ge-სთან საუბარში გოლოვინამ თქვა, დარბაზში მივედი და დაკეტილი დამხვდაო. ვიცე-პრეზიდენტს ამაზეც ვკითხეთ.
"დარბაზს რაც შეეხება, ის ღიაა. ლუბა გოლოვინა თავისი სურვილით დილაადრიან მოვიდა და დაკეტილი დახვდა, რადგანაც 31 დეკემბრიდან მოყოლებული, დაცვაც კი არ გვყავს, გასაღებები მწვრთნელებს აქვთ და ისინი აღებენ დარბაზს, რომ სპორტსმენები, თუნდაც ამ გაყინულ დარბაზში, ვარჯიშის გარეშე არ დარჩნენ. ეტყობა სხვებს არ შეუთანხმდა და ისე მივიდა დარბაზში, ამიტომ დახვდა დაკეტილი.
რამდენიმე დღეში ბიუჯეტიც დამტკიცდება და როგორც კი ეს მოხდება, ლუბას თურქეთში შეკრებაზე გავუშვებთ", - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.