ტოკიოში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ბატუტზე ხტომაში. 336-მა ბატუტისტმა 37 ქვეყნიდან უნდა იბრძოლოს მსოფლიო ჩემპიონობისთვის. გარდა ამისა, გათამაშდება 8 საგზური გოგონებში და 8 საგზური ვაჟებში ტოკოის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად.
ტურნირზე საქართველოს ლუბა გოლოვინა და თენგიზ კოშკაძე წარმოადგენენ.
გოლოვინა 24 საუკეთესო ბატუტისტს შორის მოხვდა და ნახევარფინალში გავიდა. თენგიზ კოშკაძეს ნახევარფინალში საასპარეზოდ მხოლოდ 1 ქულა დააკლდა.
ნახევარფინალები 30 ნოემბერს გაიმართება, საიდანაც 8 საუკეთესო ფინალში მოხვდება.