ფეხმძიმეები გადამალეთ!

AutoSharing Option
ბრაზილიის მთავრობა ფეხმძიმე ქალების მისამართით რეკომენდაციით გამოვიდა - მათ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე დასწრებისგან თავი უნდა შეიკავონ. მიზეზი ზიკას ციებცხელების ვირუსია, რომელმაც ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის ქვეყნები მოიცვა. ამგვარი მოწოდებით გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი ჟაკ ვაგნერი.

"ფეხმძიმეებისთვის სერიოზული რისკი არსებობს", - განცხადა ვაგნერმა. მისი სიტყვებით, დანარჩენებისთვის ზიკას ვირუსით დაავადების ალბათობა ნაკლებია. შესაბამისად, ლაპარაკიც კი არ არის რიოს ოლიმპიადის გაუქმებაზე.

პირველ თებერვალს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა, რომ ზიკას ვირუსი სწრაფად ვრცელდება და მსოფლიო მასშტაბის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომაც, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

იმავე
დღეს გვამცნეს, რომ კოლუმბიაში გამოვლინდა ვიკას ციებცხელების ვირუსით დაინფიცირების 20 ათასი შემთხვევა. მათგან, 2.1 ათასი ფეხმძიმე ქალია. უფრო ადრე, ზიკას ვირუსის პირველი მატარაბელი დააფიქსირეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ გააფრთხილა ყველა, რომ ზიკას ვირუსი უახლოეს პერიოდში ამერიკის კონტინენტის ყველა ქვეყანას მოიცავს, ჩილესა და კანადის გარდა.

გარდა ამისა, ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც ჩასვლა მიზანშეწონილი არ არის ფეხმძიმე ქალებისთვის. ჩამონათვალშია ჩრდილოამერიკის, სამხრეთამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის 27 ქვეყანა. ტურისტებს მისცეს რეკომენდაცია - გამოიყენონ სპეციალური ზომები, რათა თავიდან აიცილონ ხოჭოს კბენა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, ზიკას ვირუსით დაახლოებით 3-4 მილიონი ადამიანი დაავადდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული