ცერემონია სიტყვით გახსნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან ისაუბრა სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.
სიტყვით გამოვიდნენ და მონაწილეებს მიმართეს პროექტის მხარდამჭერებმა: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და ოლიმპიადის საპატიო სტუმარმა, სპორტული გადაცემების კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა.
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან
გახსნის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფინალური შეხვედრა ე.წ. ქუჩის კალათბურთში (კალათბურთი 3X3-ზე), რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მე-5 და მე-6 საჯარო სკოლების გუნდები.
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაშის შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი კალათბურთში ვაჟებს შორის გახდა მე-6 საჯარო სკოლის გუნდი.
გამარჯვებულ გუნდს ოქროს მედლები, თასი და სიგელები გადასცეს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა.
მეორე ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა ვერცხლის მედლებითა და სიგელებით, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა.
ღონისძიებას საზეიმო ელფერი შესძინეს და გუნდებს გულშემატკივრობდნენ საქართველოს "ჩერ ლიდინგის" ფედერაციის ულამაზესი გოგონები, რომლებმაც საცეკვაო ნომრებით გაამხიარულეს გუნდები.
ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტის ანსამბლმა "იბერიამ" საბრძოლო ცეკვა "ხორუმით" გაამხნევა გუნდები და საბრძოლო შემართება შემატა შეხვედრას.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია.
ოლიმპიადის ორგანიზებას ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოები.
ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია