ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად 2015 წლის შემოდგომიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, რომლის დასკვნითი ეტაპი 16-31 ივლისამდე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის მომავლის ბანაკში გაიმართა.
მძლეოსნური გეზრბენი. ოლიმპიადა 2016
გოგონებში: I ადგილი სოფ. რუხის (სამეგრელო) საჯარო სკოლა
II ადგილი - წეროვნის (მცხეთა მნთიანეთი)N3 საჯარო სკოლა
I
ვაჟებში: I ადგილი - თბილისი N120 საჯაროსკოლა
II ადგილი - სოფ. კონდოლის(კახეთი)საჯაროსკოლა
III ადგილი - ახალციხის(სამცხე-ჯავახეთი)N2 საჯარო
მინი ფეხბურთი. ოლიმპიადა 2016
I ადგილი - თბილისის N2 საჯარო სკოლის გუნდი
II ადგილი - აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა
III ადგილი - გორის (შიდა ქართლი) N3 საჯარო სკოლა
გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.
გარდა ჩემპიონებისა და პრიზიორებისა, დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლე სპორტსმენები:
საუკეთესო მძლეოსანი გოგონებში ჰასმიკ მარქარიანი (სამცხე-ჯავახეთი, ახალციხის N3 საჯ. სოლა),
ვაჟებში - დავით მოგელაძე (თბილისის N120 საჯ. სკოლა), საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი მაკარაშვილი.
ასევე საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ დაასახელა თავისი რჩეული - ლუკა ჯანაშია, რომელსაც ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ აბზიანიძემ ნაკრების ბურთი გადასცა.
დასახელდა საუკეთესო შედეგის მქონე დელეგაციაც, თბილისმა ოლიმპიადის თოთხმეტი სახეობიდან 7 სახეობაში, ჯამში 56 ოქროს მედალი მოიპოვა. სამეგრელო ზემო სვანეთის დელეგაციამ 3 სახეობაში 23, იმერეთმა 2 სახეობაში 18, ქვემო ქართლმა 13, კახეთმა კი 5 ოქროს მედალი.
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციისაგან სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ ასევე, ოლიმპიადის მსაჯებს, კომისრებს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ანაკლიის მომავლის ბანაკის ადმინისტრაციასა და ლიდერებს.