ეს კამპანია დაახლოებით ერთი თვის წინ წამოიწყეს აშშ-ის ქალთა ნაკრების წევრებმა - კარლი ლოიდმა, მეგან რეპინომ, რებეკა საუერბრანმა, ჰოუპ სოლომ და ალექს მორგანმა. მათ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ იჩივლეს მამაკაც ფეხბურთელებთან შედარებით შეუსაბამო ხელფასების გამო.
აშშ-ის ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის მოგებისთვის, ფედერაციისგან 2 მილიონი დოლარი მიიღო, იმ დროს, როცა მამაკაცთა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში (გამოვარდა მერვედფინალიდან) მონაწილეობისთვის
"ჩვენ ვიტოვებთ უფლებას - ბოიკოტი გამოვუცხადოთ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადას. თუ არაფერი შეიცვლება და რეალურ პროგრესს ვერ დავინახავთ, ამ საკითხზე სერიოზული ლაპარაკი მოგვიწევს", - განაცხადა საუერბანმა.
ლეგენდების წასვლის დროა
ცურვაში ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იაპონელმა კოსუკე კატაჯიმამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 33 წლის მოცურავემ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იაპონიის ჩემპიონატზე 100 და 200 მეტრზე ბრასით ცურვაში საკვალიფიკაციო შედეგები ვერ აჩვენა და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ვერ მოხვდა.ასევე სურდა რიოში გამოსვლა ავსტრალიელ ლეგენდას, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიოს 17-გზის ჩემპიონს გრანტ ჰეკეტს. მან 200 და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში შესარჩევ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დაბალი შედეგი აჩვენა და ავსტრალიის ნაკრებში ვერ მოხვდა. ჰეკეტმა ამ შესარჩევისთვის შვიდწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა კარიერა.
რიოში საჩოგბურთო მარათონები არ იქნება
ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირზე, გადამწყვეტ პარტიებში ტაი-ბრეიკებს გამოიყენებენ, - იტყობინება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი. შეგახსენებთ, ადრე, ზაფხულის თამაშებზე გადამწყვეტ სეტში 6:6-ზე თამაში იქამდე გრძელდებოდა, სანამ რომელიმე ჩოგბურთელი ორგეიმიან უპირატესობას არ მოიპოვებდა.გამონაკლისი იქნება მხოლოდ მიქსტი, სადაც მესამე სეტის მოსაგებად 10 ქულის აღება იქნება საკმარისი.
ოლიმპიადაზე ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ორი სეტის მოგება იქნება საჭირო. აქ გამონაკლისია მამაკაცთა ტურნირის ფინალი, რომლის ფორმატი ხუთსეტიანი იქნება.
ბრიტანეთმა არ უნდა ინერვიულოს
ბრიტანელ სპორტსმენებს არ ემუქრებათ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადიდან დოპინგ-სკანდალის გამო მოკვეთა. ამის შესახებ განაცხადა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ."რა თქმა უნდა, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ერთი შეტყობინების საფუძველზე ჩვენს სააგენტოს შეუძლია ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაცია ჩვენს კოდექსის შეუსაბამოდ გამოაცხადოს, - განაცხადა რიდიმ. - და არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, ამ შემთხვევამ, შესაძლოა, რაღაც გავლენა იქონიოს ბრიტანელი სპორტსმენების გამოსვლაზე რიო-დე-ჟანეიროში".
ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა გამოცემა "სანდი თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოთხრობილია ექიმ მარკ ბონარზე. ის ექვსი წლის განმავლობაში ამარაგებდა ბრიტანელ სპორტსმენებს აკრძალული პრეპარატებით. თავად ბონარმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ "სანდი თაიმსის" მტკიცებულებები ტყუილია და შეცდომაში შეჰყავს სპორტული სამყარო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"